Ⴀრტაში და არტახი – გარეშემოსაკრავი ქარშიკი ჩჩჳლთა აკუნისა // ანუ მოტეხილთა ძუალთა შესაკრავი // გასათლელთ ძელთა მაგრად დამჭერი ქანჩი.
Ⴀრღა,არღარა აღარ – შემდგომს დროს არა, უკუთქმა მომავლისა დროსათჳს.
Ⴀრღავანი – ქუა მეწამული.
Ⴀრღვევა – (ავარღვევ) დაკერებულის დახსნა, დაშლა // აქცევა შენობისა.
Ⴀრშია,აშია – მოვლებული რამე ვიწროდ ნაკერთ კიდურებზედ.
Ⴀრშივი – წილი, კერძო,.
Ⴀრჩევანი – არჩევა // რჩევა, ვეზირობა, მოლაპარაკება საქმეზედ შეკრებულებაში.
Ⴀრჩვი – ფსიტი.
Ⴀრცა, – არცაღა არღა, აღარც.
Ⴀრძანი,არძანიკი – დიდი ლოდი ან მარილის ქუა (ნახე უარძანიკო).
Ⴀრწივაკი – სახლის მეორე ძელი.
Ⴀრწივი – ორბი, არწვი. // მრგუალი ფეხთა ქვეშე დასაგები მღუდელთ მთავართა, რომელსა ზედაცა გამოსახულ არს მფრინველი ესე.
Ⴀრხი – რუ, რუსხმული.
Ⴀრხიდიაკონი – უპირველესი იეროდიაკონთაგან, მხლებელთა მღუდელთ მთავრისათა (ნახე Ⴀიაკონთან).
Ⴀრხიეპისკოპოსი – უპირატესი ეპისკოპოსი.
Ⴀრხიერი – მღუდელთ მთავარი (იხილე Ⴈერარხი).
Ⴀრხიმანდრიტი – მონასტრის განმგებელი უფროსი.
Ⴀრხინოტარი და პროტონოტარი – მწერალთ უხუცესი, მდივანი.
Ⴀრხილი – თხელი ბზარი (Ⴇოვლთან ნახე)
Ⴀრჯაკელა – არჯიოკა, ზერჩო, ორჯიოკი.
Ⴀრჯასპი – ძაღა, მიწალები, მომწუანო შავის საღებავი, ხმარებული ტყავთათჳს მეპრატაკეტაგან, ანუ მელნისთჳს.
[Ⴀრჯიოკა – ნახე Ⴀრჯაკელა]
Ⴀსაბია – მტერზედ საომრად თანმიმყოლი.
Ⴀსაკრავი – ერქუანთ და ურემთ საბმელი.
Ⴀსამაღლებელი – ლოცუათა დასასრულებელნი ლექსნი, ხმამაღლად სათქმელნი მღუდლისაგან სადიდებლად წმიდისა სამებისა.
Ⴀსარი – დინარის მეოცედი წონა ვეცხლისა, ანუ დანგი (ნახე Ⴑაწონთან).
Ⴀსე, ასრე – ესრეთ, так, ასეთი ესრეთი.
Ⴀსთაკვი – დუმიანი დიდი კიბო.
Ⴀსიდა – მიმინოს ჰგავს, ღამით ხედავს, ამისთჳს ღამურად უხმობენ, ზოგგან ყარყატი სწერია.
Ⴀსისთავა – .
Ⴀსისთავი – უხუცესი ასთა ზედა.
[Ⴀსკეცი – ასკეცი შვენება მოემატება.]
Ⴀსკილი – ველური ვარდი.
Ⴀსლი – არაბულად ნამდვილი.
Ⴀსლი – აჭარა, აჭარული ბრინჯი.
Ⴀსმენაკი – ნადირთ შესაპყრობი მახე (იხილე Ⴁადესთან).
Ⴀსო – წევრი, ნასხამი გუამისა // თჳთოეული კერძო წერილისა.
Ⴀსომთავრული ან მრგულოვანი – დიდრონი ასოები.
Ⴀსპარეზი – სტადიონი ან სარბიელი // მეიდანი, სათამაშო ადგილი, ანუ მინდორი.
Ⴀსპარეზობა – თამაშობა ასპარეზზედ, რბოლა, ჭენება და სხ. (ნახე Ⴇამაშობა).
Ⴀსპიროსი – აფროდიტი (ნახე Ⴚთომილთან).
Ⴀსპიტი – გველი ფრიად გესლიანი.
Ⴀსპიტი – შავი ქუა ფილაქანი, დარქმეული იაშმისა ან იასპის ფერისაგან.
Ⴀსრე – ნახე ასე.
Ⴀსტამი – ტარიანი ფართო რკინა ცომის ასაფხეკი, скобка.
Ⴀსულეპა – ათქულეფა
Ⴀსული – შვილი ქალი (ნახე Ⴉაცთან).
Ⴀსური – ასურელი. Ⴀსურეთი, Ⴀსურასთანი, Ⴑირია.
Ⴀსფალტოსი – შავი კუპრი.
Ⴀსხმა(ავასხამ) – მაღლა აყვანა მრავალთა // მძივთ აგება ძაფზედ (ნახე Ⴑხმა).
Ⴀტამი —
Ⴀტანა(ავიტან) – მაღლა აზიდვა.
Ⴀტაცება (ავიტაცებ) – ძალად ანუ საჩქაროდ აღება.
Ⴀტაცებული – გასტერებული ანაზდის სიხარულით ან შიშით.
Ⴀტეხა(ავსტეხ) – აგლეჯა // აღძრვა, აღზრზინება // (ავიტეხ) დაჟინება.
Ⴀტკრეცა – (აიტკრიცება) მცირედ ალანძღვა, გაწითლება.
Ⴀტკრეცილი – წამოწითლებული.
Ⴀტლასი – ფარჩა აბრეშუმისა.
Ⴀტლასი – წიგნი ღეოღრაფიულთა კარტათა.
Ⴀტმოსფერა —
Ⴀუარებელი – თქმად შეუძლებელი // უთუალავი.
Ⴀუგი – სარცხჳნელი, საკდემელი სიტყვა ან საქმე.
Ⴀუგიანი – სააუგო, სასირცხვილო.
Ⴀუზი – ავაზანი.
Ⴀურზაური – შეუპოვარი, თავხედური, ლაღური.
Ⴀუშტარი – ოსტიგანი, სასმელ-საჭმელთ მნე.
Ⴀუცილებელი – მიუცილებელი, თანაწარუვალი, თანაწარუხდომელი.
Ⴀფაური – ერთგუარი სალესავი (ნახე Ⴑასრევთან).
Ⴀფთარი —
Ⴀფთექა —
Ⴀფთი – მახვილი ფართო პირიანი და ტარგრძელი.
Ⴀფთიონი,აფქიონი – ტიმონი ნახე.
Ⴀფოლხვება – მოშვება, მოდუნება.
Ⴀფორიაქება(ავიფორიაქებ) – აკლება, აოხრება.
Ⴀფრა – ნავთ იალქანი, აფრის ქსელი იგივე.
Ⴀფრაკი – პირმრუდე ფიცარი.
Ⴀფროდიტი – ნახე Ⴚთომილთან.
Ⴀფსინთი – აბზინდა.
Ⴀფსკა – ფრიად თხელი კანი (Ⴕერქტან ნახე).
Ⴀფუტკნვა – (ავფუტკნი) არევა, აქოთება.
Ⴀფხურა – ნახე Ⴀღფხურა.
Ⴀქ,აქა – ამ ადგილას, ესე ეკუთნვის პირველსა პირსა, ხოლო მეორესა – მანდა და მესამესა – იქ, იქი, მუნ.