Ⴀმოგდება – (ამოვაგდებ) მაღლა ასროლა // ამოფხურა, აღსპობა.
Ⴀმოგება – (ამოვიგებ) იმერულად გამორთმევა წაღებულისა, ან პოვნა დაკარგულისა.
Ⴀმოგლეჯა – (ამოვჰგლეჯ) ამოძრობა ან ამოხევა.
Ⴀმოდგმა – (ამოვსდგამ) ქვეიდამ მაღლა დადგმა // ენის ამოდგმა (ამოვიდგამ) ითქმის ჩჳლთათჳს, ოდეს იწყებენ ლაპარაკსა.
Ⴀმოვარდნა – (ამოვარდება) ესე არს ვნებითი ზმნისა ამოგდება.
Ⴀმოვსება – (ამოვავსებ) ცარიელის ავსება პირამდინ // (აღმოვივსებ) წყლის ამოღება.
Ⴀმოზევა – {ნახე Ⴀზევა}.
Ⴀმოზიდვა – (ამოვზიდავ) ამოწევა, ამოყვანა, ანუ ამოტანა მრავალთა.
Ⴀმოთლა – (ამოვსთლი) ღრმად ამოჭრა რბილისა რისმე.
Ⴀმოთხრა – (ამოვსთხრი) ამოჭრა მიწაში ღრმად ორმოთა და მისთანათა // ამოჭურეთა ხისა რკინის იარაღით // გქანდაკება ხეთა და ქუათა ზედა ბეჭდისა, სახისა რისმე და სხ.
Ⴀმოკვეთა – (ამოჰვკვეთ) ამოთხრა, ამოჭრა // გაუქმება ცუდისა რისმე წესისა.
Ⴀმოკიჟუა – (ამოვიკიჟავ) ცალი თუალის მცირედ მოხუჭვა.
Ⴀმორეხვა – მეტად გაძღომა.
Ⴀმოსავარდნელი – ღირსი ამოფხურისა, დაკარგვისა.
Ⴀმოსკუნა – (გულს ამოვისკუნი) სლუკსლუკით ტირილი, ამოხვინჩვა გულისა.
Ⴀმოსლვა – (ამოვალ) მაღლად ასლვა.
Ⴀმოსრუტვა – (ამოვსრუტავ) ამოწოვნა ნოტიოსი ბაგით, მასრით, ტუმბოთი და სხ.
Ⴀმოტუზვა – (ამოვიტუზები) მოფარება, მალვით დგომა.
Ⴀმოფხურა – ნახე აღმოფხურა.
Ⴀმოქოლვა – (ამოვქოლავ) ქვით ამოშენება.
Ⴀმოღება – (ამოვიღებ) აღმოხმა, შთადებულის ამოზიდვა.
Ⴀმოშენება – {ნახე აშენება}
Ⴀმოცოხნა – იხილე აღმოცოხნა.
Ⴀმოძრობა – (ამოვაძრობ) ამოწევით ამოღება, ამოგლეჯა.
Ⴀმოწევა – {ნახე Ⴀწევა}
Ⴀმოჭრა – (ამოვსჭრი) ამოკვეთა, ამოთლა.
Ⴀმოჭურეთა – (ამოვსჭურეთ) ამოჭრა ხეთა საჭურეთლითა.
Ⴀმოხუნეშა – (ამოვიხუნეშ) ამოკუნესა, ამოიხრვა დიდის სულის კვეთით.
Ⴀმპარტავანება – ზუაობა, თჳსება ამპარტავანისა, (ვამპარტავნობ).
Ⴀმპარტავანი – დიდების მნდომი, სწავლის მოთაკილე და უმსგავსოდ გულმაღალი.
[Ⴀმპიწი – ლათ. ambitiosus {ambitio – კანდიდატების გარშემო ტრიალი, ანუ წრეში სიარული თავის მოწონების მიზნით}].
Ⴀმრეზი, ამრეზილი – მოქურუხებული, გაბუტვილი.
Ⴀმრეცი – მცირედ აღმართი, ვითა დამრეცი მცირედ დაღმართი.
Ⴀმტუტება – (ავამტუტებ) არევა მიშლა-მოშლა, აფორიაქება.
Ⴀმფსონი – პურის მტე, ანუ ამქარი (Ⴔსონი ნახე).
Ⴀმქარი – ერთის ხელობის ოსტატი.
Ⴀმქმელი – ბებია, მეანი, დედათ მოურავი.
Ⴀმღურევა – (ავამღურევ) ნოტიოთ არევა
Ⴀმყოლი – თან ადევნებული, მიმდევი // კარის წირთხები, ჩარჩოები.
Ⴀმხანაგი – მოძმე, მოყუასი, ანუ მონაწილე.
Ⴀმხედრება – (ავმხედრდები) ცხენს შეჯდომა ლაშქართა,.
Ⴀნაბარი – ამანათი მიბარებული ნივთი.
Ⴀნაგები – აგებულება, შენაწევრებულება // ვითარება კეთილი, ანუ უდარესი ძნიად შეძრვადი // აშენებული.
Ⴀნაგული – გაჩეჩისაგან დანარჩენი რიოში მატყლისა, ანაჩეჩი.
Ⴀნაზდი, ანაზდეული – უეცარი, მოულოდებელი.
Ⴀნალოღია – საწიგნე, მარალი სკამი წიგნთ დასადები წასაკითხად.
Ⴀნამტკიცი – გამტკიცულის ფქვილის ანაცერი ქატო.
Ⴀნაფორა – სამღუდელოთა ზეიდამ საცმელი სახლებგანიერი პალეკარტი, ხოლო ჰნიშნავს მოხსენებასა, თხოვასა // ანუ არს რიტორული ნაკვეთი, რომელთა განმეორება, ოდეს ერთი და იგივე ლექსი დაიდების თავად რაოდენთამე შინა წევრთა პერიოდისათა, მაგალითად, სიყვარული სულგრძელ არს, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა განლაღნის და სხ. Ⴂინათუ რაოდენჯერ განმეორების და ესე ვითარნი.
Ⴀნბანი —
Ⴀნგაარება – უსამართლოდ შეკრება, მოხვეჭა.
Ⴀნგაარი, ანგარი – უსამართლოდ შემძინებელი.
Ⴀნგარიში – რიცხჳ, სათუალავი.
Ⴀნგელოსი – ქადაგი, მომთხრობელი // არსება გონიერი, უსხეულო, დასაბამიერი, წინაშე ღმრთისა მდგომელი (ნახე Ⴃასი).
Ⴀნგელოსებრივი, – ანგელოსური.
Ⴀნდაზა – მორფი, მაგალითი.
Ⴀნდამატი – ნახე ადამანტი.
Ⴀნდე – მცირედ ხედვა ბნელაში, ანდეზედ.
Ⴀნდერძი – დავედრებული სიტყვა, ანუ წერილი მიცვალებულისა, გინა შორად წარმავალისა // აღთქმა, პირობა.
Ⴀნდერძნამაგი – ანდერძის წერილი.
Ⴀნდრიანტი – აღალმა, ძეგლი, გამოქანდაკებული სახე მეტალთაგან, ქუათა, ანუ ძელთა.
Ⴀნეული – გაზაფხულის ნახნავი.
Ⴀნთება – ნახე აღნთება // სნეულის დიდი სიცხე.
Ⴀნთიმონი