Ⴀქამომდე – ამ ადგილად, ანუ ჟამადმდე.

Ⴀქავება,აქავლება (აჰქავა, აჰკავდების) – აშლა ქავილისა ანუ ფხანისა.

Ⴀქანდაზი – ფითხი, ცეცხლის ასაღები ასტამი ან პატარა ნიჩაბი.

Ⴀქატი – აღატი (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀქეთ – ჩემკერძო; აქეთი ამიერი.

Ⴀქიმი – მკურნალი.

Ⴀქლემი – ცხოველსა ამას ახტასა ლოინი და ნარი, ხრდალსა – ჯამა, შვილსა მცირესა – კოზაკი, მოდიდოსა – დუკტი.

Ⴀქმა – (ავიქუამ, ავექმი) ნახე Ⴀღქმა.

Ⴀქოთება – (ავაქოთებ) აფუტკნვა, არევა, აშლა.

Ⴀქოლვა – (ავჰქოლავ) ქვით ამოშენება, ამოქოლვა.

Ⴀქოქლვა – (ავჰქოქლავ) ალავრა ან საჩქაროდ ერთმანერთზედ მიკერება საკერავის ნაჭერთ რიგზედ მოსაყვანად.

Ⴀქცევა – (ავაქცევ) არღვევა, მაღლა შექცევა // (ავუქცევ) გზის დაგდება.

Ⴀღალი – ბაკი.

Ⴀღალმა – ანდრიანტი.

Ⴀღაპი – სიყუარული, მეგობრობა, ძველთა ქრისტეანეთაგან შემოღებული პურობა ეკლესიის კარზედ მოსახსენებელად მიცუალებულთა, რომლისათჳს უცოდებიათ აღაპი.

Ⴀღარ,აღარა – (ნახე Ⴀრღა).

Ⴀღატი,აღათი აქატი – ქუა აყიყი.

Ⴀღაჯი – ერთი საათის სავალი (Ⴋილი ნახე).

Ⴀღბეჭდვა – (აღვბეჭდავ) ბეჭდის დასმა // მირონის ცხება.

Ⴀღბორგება – (აღვაბორგებ, აღვბორგნები) აღშფოთება.

Ⴀღგება – (აღვაგებ) აშენება.

Ⴀღგვა – (აღვგავ, აღვგჳ) ანიავება.

Ⴀღგზება – (აღვაგზებ, აღვეგზნები) ანთება, აპრიალება.

Ⴀღდაჭი – ალდატი, ბიცი.

Ⴀღდგენა, აღდგინება – (აღვადგენ, აღვადგინებ) წამოყენება, წარმოდგენა // აღშენება, ანუ განახლება, ახლად აღგება // აღმართება, უკეთესს მდგომარეობაში მოყვანა // მკუდრეთით აღდგინება, განცხოველება.

Ⴀღდგომა – (აღვსდგები) დადგომა, წარმოდგომა, აღმსთობა // მიხდომა, ზედა დასხმა // აღჭურვა, შებმა ბრძოლად // ამოსლვა ქარისა, ავდრისა და სხ. // განცოცხლება, აღდგომა მკუდრეთით.

Ⴀღება – (აღვიღებ, ავიღებ) აზიდვა, მოსმა ხელის დავლებით // გამორთმევა სხუათაგან ხელდახელ, ანუ გამოგზავნით // მოგროვება, აკრეფა // აღება პირისა ე.ი. გაღება, განსმა.

Ⴀღება, აღებანი – აღების ღამე ანუ დღენი მარხვათ შემოსლჳს წინა დღენი ანუ ღამე.

Ⴀღებმიცემა —

Ⴀღელება, აღელვება – (ავაღელებ, აღელდების) აღძრვა ზღუათა, ფურთუნი.

Ⴀღვიარება – სარწმუნოების წარმოთქმა (ნახე Ⴀღსარება).

Ⴀღვირედი – რახტი, ოქროთი დაფერილი და მორთული ლაგამი.

Ⴀღვირი – ურგოლო.

Ⴀღვისტალი – ეჯიბი, ნაიბი.

Ⴀღვლენა,აღვლინება – (აღვავლენ, ვლინებ) ზე აგზავნა, შეწირვა.

Ⴀღვსება – (აღვავსებ, აღვივსები) სავსედ შექმნა // ვის შორისმე წარმოება რისამე // შესრულება, გათავება.

Ⴀღვსების – დღენი საუფლოს პასექის წინა დღენი.

Ⴀღზავება – განზავება (ნახე Ⴘეზავება).

Ⴀღზავებული – შერეული, აღრეული.

Ⴀღზუავება – (აღვზუავნები) გაამპარტავნება, განლაღება.

Ⴀღზრდა – (აღვზრდი, აღვიზრდები) განზრდა, გაზდა.

Ⴀღზრზინება – (აღვაზრზინებ) აღშფოთება, ატეხა.

Ⴀღთქვეფა – (აღვსთქვეფ) არევა, გაქნა, გათქვეფა.

Ⴀღთქმა – (აღვსთქუამ) შეთქმა, აკვეთა, საზღურის დადება, რათა არა გარდახდეს, // (აღვუთქვამ) დარწმუნება აღსრულებისათჳს რისამე // დაპირება, შერიგება, ფასის გარდაკვეთა.

Ⴀღიელი და მარღი – თუალთეთრი უშვერი, ცხურისფერთა თუალთა ეწოდების გრემა, უფრო მოთეთროთა და შვენიერთა – ჟივჟავი და ჟუჟუნა, მოლურჯოდ ჭრელთა – ჭროღა და მაჩხი.

Ⴀღივება – (აღივდების) აჯეჯილება ხახვის თავთა და მარცვალთა ნოტიოს ადგილში.

Ⴀღკაზმა – (აღვკაზმავ) მორთვა, განშვენება, მოკაზმა.

Ⴀღკარვება – ნახე Ⴀკარვება.

Ⴀღკვეცა – ნახე Ⴀკვეცა.

Ⴀღკმევა – (აღვაკმევ) საკმეველის აკომლება, დაკმევა შესაწირავად.

Ⴀღლევა – (აღვლევ) გალევა, მოლევა, ანუ აღსპობა. // ძველთა საჶილოსოჶოსოთა წიგნთა შინა აღლევა უხმარიათ ანალიტიკას მაგიერ.

Ⴀღლესვა (აღვლეს, -სავ) – საჭურველთ პირის განმახვა.

Ⴀღლოშნა (აღვლოშნი, -ნავ) – ალოკვა ანუ მოძოვნა.

Ⴀღლუმი – მეომართ ლაშკართ გაჩხრეკა.

Ⴀღმა – კვეიდამ მაღლა, შეღმა.

Ⴀღმართება – (აღვმართებ) აღდგინება, დადგინება; (აღვემართები) ადგომა, გამართვა.

Ⴀღმატება – (აღვემატები) უაღრესობის ქონება სხუათა ზედა.

Ⴀღმაფრენა – (აღმა-ვჰფრინავ) გონებით აღსლვა მაღალთა ჰაზრთა შინა.

Ⴀღმახვა – (აღვმახვავ) აღლესვა რკინის საჭურველთა.

Ⴀღმკული – განშვენებული, მორთული, მოკმაზული.