Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი
Редактор Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
© Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი, 2018
ISBN 978-5-4490-2045-1
Создано в интеллектуальной издательской системе Ridero
Ⴜინასიტყვაობა
Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის «Ⴕართული ლექსიკონი» შედგენილია 1812—1825 წწ. Ⴂამოიცა ბეჭდური სახით კი მხოლოდ ერთხელ 1961 წელს.
Ⴜინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის ადაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამოღებულია შემოკლებანი, ციტირებული ლიტერატურული წყაროები, უცხოური (ბერძნული, თურქული, სპარსული, სომხური) სიტყვები, სიტყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴑიტყვები, რომლებიც იწყება ხელოვნურად გამოგონილ და ქართულ ანბანში არ არსებულ ასოთი (ჶ), გადატანილია შესაფერის თავში: ჶ – ფ-ში.
Ⴀსეთი წმენდის შედეგად გამოვიდა თანამედროვე და ადვილად საკითხავი ტექსტი. Ⴎირველი შეხედვით ძნელი დასაჯერებელიც კია, რომ ეს ლექსიკონი შედგენილია ორასი წლის წინ.
Ⴀმ გამოცემის მთავარი თავისებურება კი მდგომარებს იმაში, რომ ტექსტი აწყობილია ასომთავრულით. Ⴀსომთავრულები ნახმარია ორთოგრაფიული დანიშნულებით, ე. ი., მათი იწყება ახალი წინადაბების პირველი სიტყვა და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც მე—19 ს. მეორე ნახევრამდე.
1866 წელს დაარსებულმა გაზეთმა «Ⴃროებამ» განიზრახა გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ, მთავრულებად გამოიყენეს ოთხხაზოვანი მხედრული ასოებისგან ხელოვნურად შექმნილი ორხაზოვანი ასოები. Ⴘედეგად, მხედრულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრივი, დამახინჯებული სახე.
«Ⴃროების» ამ აქტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი იყო შესაძლებელი, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴋხედრული ასოების 45%-ს კი წარმოადგენენ სწორედ ზედატანის ასოები.
Ⴄ. ი., ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე—20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.
Ⴜინამდებარე წიგნის მთავრული ასოებით გამართვა ისახავს მიზნად ასომთავრულის სილამაზის წარმოჩენას და იმ დავიწყებული მშვენიერი წესის აღდგენას, რომლითაც ვსარგებლობდით მე-19 ს. 60-ან წლებამდე.
Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ყოველდღიურად ვიხმაროთ ეს ასოები მხედრულთან ერთად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს არის დღეს ბერძნულ—ლათინურ სამყაროში.
Ⴀსომთავრულის ხმარება ქართულ წერაში მკვეთრად გააუმჯობესებს დაბეჭდილი ტექსტის ხარისხს და მისცემს მძლავრ ბიძგს Ⴑაქართველოს ცხოვრების ყველა მხარის განვითარებას. Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტი კი თავის მოქნილობით და სრულყოფილობით გაუსწორდება ლათინურ ტექსტს.
Ⴕართული ლექსიკონი
Ⴀ
Ⴀ – არს ხმოვანი ასო, დადებული თავად ყოველთა ენათა ანბანსა შინა. Ⴕართულად ასოსა ამას ზედა ქარაგმიანნი ლექსნი არიან ესენი: ა~დ – არამედ; ა~ნ – ამინ.
Ⴀმას ასოსა ზედა არიან ორნი მარცვალნი ზედდადებულნი ზმნათანი: აღ, აღმო; მდაბიურად: ა, ამო. Ⴅითარ: აღვალ, აღმოვალ; აღვსწერ, აღმოვსწერ. Ⴂინა: ავალ, ამოვალ; ავსწერ, ამოვსწერ, არამედ სახელზმნათა შინა უკეთუ იპოვნების სხვა ღ, მაშინცა პირველი ღ სრულიად დაიტევების. Ⴋაგალითად: აღება (აღვიღებ), აღელვება (აღვაღელვებ), ამაღლება (აღვამაღლებ) და არა აღღება, აღღელვება, ანუ აღმაღლება და სხ. Ⴉუალად ითქმის: აექჳნ, აუარებდით ნაცულად აღექჳნ, აღუარებდით და სხ.
Ⴀ ბოლოდ სახელთა ხმარებული შესცულის მათ:
1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.
2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარადალალი, Ⴋარიამამექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.
1. Ⴋდედრობითად, ვითარ მეფე – მეფა, ჭაბუკი – ჭაბუკა, იგი – იგია და სხ.
2. Ⴉნინობითად, ანუ შეურაცხებითად, უფრორე სათჳითოთა სახელთა. Ⴋაგალითად: Ⴃავით სარდალი, Ⴑოლომონ მდივანბეგი, ანუ მდედრობითნი: Ⴇამარ მეფე, Ⴋარიამ ბატონისშვილი და სხ. Ⴀმათ შინა ასო ა უხამს არს, ხოლო Ⴃავითა მზარეული, Ⴑოლომონა ხაბაზი, Ⴇამარადალალი, Ⴋარიამამექათმე და სხ. Ⴀრიან კნინობითნი. Ⴀმისგან ჰსჩანს, რაოდენ უსაფუძველო არს ჰაზრი, რათა ასოჲთა განირჩეოდენ ნიადაგ მდედრობითნი სახელნი.
3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.
3. Ⴐომელთამე რთულთა სახელთა შინა ბოლოს ი შეიცულების ა-ზედა. Ⴋაგალითად: გველთევზა, ძაღლნიორა, ორცხობილა, ხარისთუალა და სხ.
Ⴀ? კითხჳთი მარცუალი, მდაბიურად ხომ? Ⴂიყუარმეა?Ⴅსჭამოა?Ⴅსუაა? და სხ.
Ⴀ შემოკლებული ზმნისაგან არს, სახელთა და ზმნათა ბოლოს ხმარებული, უფრორე მდაბიურსა შინა საუბარსა, ვითარ სახლია, ქალაქია ნაცულად სახლი არს, ქალაქი არს; ანუ ცივია, თბილია ნაცულად ცივი არის, თბილი არის; კუალად ცივა, თბილა ნაცულად სიცივე არის, სითბო არის; ეგრეთვე: მოსულა, მომზადებულა, განსრულებულა და სხ. ნაცულად მოსრულ არს, მომზადებულ არს, განსრულებულ არს. Ⴀმის გამო ხმარებულ არს ლექსი აობა ნაცულად არსება.
Ⴀბაზანა – სააბანოვე დიდი ტასტი.
Ⴀბაზი – ოთხი შაური, ან 40 ფული.
Ⴀბანაკება – აკარვება.
Ⴀბანო – სახლი დასაბანელი.
Ⴀბანოზი – ეკალმუხა.
Ⴀბბა – სირიულად მამა.
Ⴀბბატი —
Ⴀბბატობა —
Ⴀბგა – მახალიკი, პატარა ხურჯინი, უფრორე აბრეშუმისგან ნაქსოვი, უნაგირის წინა კეხზედ გარდასაკიდი (ნახე Ⴅაშკარანი).
Ⴀბდარი – წყალთა მნე, ზედამდეგი მერწყულთა და მრეცხელთა უწმინდურთა ადგილთათა.
Ⴀბებრება – კანის აბურცება, აშუპება დაწვისაგან.
Ⴀბედი – გამოხარშული ხის სოკო, მსწრაფლ მომღები ცეცხლისა.
Ⴀბეზარი – მოუსვენარი, დაუდეგარი, შფოთი, თავისშემაწყენელი.
Ⴀბეზარსმოსვლა —
Ⴀბეკამაქი – ბალახების გამონახადი არაყი (კარაბადინში).
Ⴀბეჩხარი – ნავენახობი, გაოხრებული ვენახი.
Ⴀბეწულა – კარაბადინში.
Ⴀბზინდა – ნახე Ⴀფსინთი.
Ⴀბზინდა – თასმათა, ანუ ქსოვილთა რათმე შესაკრავი რკინის ბალთა, ეგრეთვე ფოლადისა, ვეცხლისა და სხ. საჩხულეტით ენითურთ.
Ⴀბი – ქაშთაჯი.
Ⴀბლაბუდა – ბუდე, გინა ქსელი დედაზარდლისა.
Ⴀბრა – ცოთი, გინა საჭარბავი.
Ⴀბრაგანი – არეკნება, ჩოგნისაგან ბურთის შეღმა აკურა.
Ⴀბრაკი – წურწუმა ალთაფა (ნახე Ⴑარწყულთან).
Ⴀბრამადი – ნაზირი (ნახე Ⴌაზირთან).
Ⴀბრამიანი – ღვინის ბოღლიწო, თაფლითა ანუ შაქრით ზავებული, ამას გააკეთებენ ახალწელიწადს და შეინახვენ ვიდრე წინადღედმდე ნათლის ღებისა და მაშინ მიიღებენ.
Ⴀბრეშუმა – ჭინჭარს შეეხვევა ეს ბალახი.
Ⴀბრეშუმი – ჭიჭნაური.
Ⴀბურცება – აბებრება.
Ⴀბუტარაკი,აპუსტრაკი – შხამა ბალახი.
Ⴀბუჩი,აბუჩალაკი – დაუპატიჟებელი და ძალადშევარდნილი სტუმარი, არაფრად მიჩნეული.
Ⴀბჯარი – ზოგადი სახელი საჭურველთა და უფრორე ტანზედ საცმელთა ჯაჭუთა და მისათანათა ომსა შინა სახმართა. Ⴑახენი ამისნი იხილენ ლექსთა თანა Ⴆუჩი და Ⴟავშანი.
Ⴀბჯროსანი – აბჯრით მოსილი, ჩაჩნაგირი.
Ⴀგარა – საზაფხულო სადგური.
Ⴀგარაკი – დაბა, ანუ სახნავი, გინა სავენახე ადგილი.
Ⴀგდება – (ავაგდებ) შეღმა შესროლა // (ავიგდებ) განკიცხუა, გაქირდვა.
Ⴀგება – (ავაგებ) აღგება, აშენება // აცმა, გატარება ძაფისა ნემსის კურწში და მისთანანი.
Ⴀგებულება – ცხოველთ შინაგანი შენობა, ანუ სტომაქი.
Ⴀგენნიტოს – აუგებელი, ანუ აუშობელი.
Ⴀგერ – აი, აჰა, ანუ აწის შემდეგი (ნახე Ⴄსერა).
Ⴀგვისტალი – ნახე Ⴀღვისტალი.
Ⴀგვისტო – ქველთობისა, ანუ მარიალისა (ნახე Ⴆოდიაქო).
Ⴀგორება – (ავაგორებ, ავგორდები) აღმართში ატანა გორებით, ანუ ასლვა გორვით.
Ⴀგრე – ეგრეთ.
Ⴀგრემც – მაინც, ანუ ნეტამც.
Ⴀგური – გამომწვარი ალიზი.
Ⴀდამანტი – ნახე Ⴀდამასი.
Ⴀდამანტისა —
Ⴀდამასი, ადამანტი – ალმასი.
Ⴀდამიანი – ადამის ტომი, ე.ი. კაცი.
Ⴀდგილი – სივრცე დასატევნელი, ანუ შეცვლილი რისგანმე, გინა [დაჩნეული], დაჩნეული – ადგიდ, ადგილად, ადგილს.
[Ⴀდგომა – (ავსდგები) სტოლიდამ ადგეს, დარჩეს სტოლზე]
Ⴀდვილი – არა ძნელი, ან მარჯვე.
Ⴀდიდა – რკინის ფიცარი დახურეტილი გასაწევად მავთულთა.
Ⴀდლი – საზომი ხუთის ან ოთხის მტკავლის ოდენი.
[Ⴀდონაი] {ებრაულად უფალი}
Ⴀდრე – დანიად, მსწრაფლ, ანუ უწინარეს ჟამისა.
Ⴀდრეული – ადრე შემოსული.
Ⴀდრინდელი – დიდის ხნისა.
Ⴀდუღება – (ავადუღებ) მდუღარედ შექმნა.
Ⴀედონი – იადონი, ბულბული, ვარდის ჩიტი.
Ⴀეშაგი – მსტოვარი.
Ⴀვადობა – უძლებობა, სნეულობა.
Ⴀვაზა – მომცრო ვეფხი (Ⴃარეჯანიანში).
Ⴀვაზაკი – აშკარად მტაცებელი, მეკობრე და მარბიელი.
Ⴀვაზანი – აუზი, ისარნები.
Ⴀვაჯა – ხმამომაღლოდ და გაუგრძელებლად გალობა, ღიღინი.
Ⴀვბედი – ავის ბედისა.
Ⴀვგარდანი – ლაპოტი, დიდი ჩამჩა.
Ⴀვგული – მრისხანე, ჯავრიანი.
Ⴀვდარი – ცუდი დარი, წვიმიანი ტაროსი.
Ⴀვენა – ბოროტის მოუბარი.
Ⴀვეჯი, ავეჯულობა – სახლის ჭურჭელი და რაგინდარა სახმარი.
Ⴀვ-ზნე – ცუდის ზნისა.
Ⴀვთრათი – ბარათი (ნახე Ⴜერილთან).
Ⴀვი – არა კეთილი, ცუდი, უბადო.
Ⴀვილი – ნესტვი, სალამური.
Ⴀვი – მავნე მდაბიონი უხმობენ მინდურის ალს.
Ⴀვკაცობა – ცუდი საქმე.
Ⴀვლი – ფერფლი, ნაცავი, ანუ ნაგავი.
Ⴀვლინი – სანაგვე.
Ⴀვმუცელი – მსუნაგი, გაუმაძღარი; ავმუცლობა, გაუმაძღრობა.
Ⴀვობა – სიცუდე.
Ⴀვპირი – ავენა.
Ⴀვჟანდა – უნაგირის უზანგო // პაიჭთა და შალგართა ფეხთა ქვეშე გამოსაკრავი ზორტი.
Ⴀვრიტი – ხის ხრალთაგან შეგრეხილი თოკი (ნახე Ⴑაბელთან).
Ⴀვსება – ნახე Ⴀღვსება.
Ⴀვშანი – მცენარებს გაჯიანთა და მლაშეთა ადგილთა ზედა.
Ⴀვშარა – სილა, ქორაკი, ულაგმო აღვირი.
Ⴀვშარაჯი – ხილთა, ანუ მხალთა წვენი, შაქრით შემზადებული, სასმელად.
Ⴀვხანა – სანეშტე, ფეხის ადგილი.
Ⴀზავერი – ხარი საკიდარი (Ⴆროხასთან ნახე).
Ⴀზარმაცი – დიდი კეტი ასაწევი სიმძიმეთა (Ⴟოხთან ნახე).
Ⴀზარფეშა – ნოღართო, გრძელტარიანი სასმისი ვეცხლისა.
Ⴀზატი – თავისუფალი.
Ⴀზევა – (ავზევ) აწევა, მაღლა აზიდვა.
Ⴀზიდვა – (ავზიდავ) იგივე აზევა // Ⴋაღლა ატანა მრავალთა.
Ⴀზმნობა – ზმნობა უნდა (Ⴈქ ნახე).
Ⴀზნი – დიდგვარი, წარჩინებული.
Ⴀზნაური – თავისუფალი // წარჩინებული, უხუცესი ანუ დიდებული // ხოლო აწ ჰნიშნავს კეთილშობილსა.