Ⴀლი – მინდორთა და ტყეთა შინა ავი, მავნე, ქაჯი, (მდაბიონი ესრეთ ჰგონებენ და იმერნი უხმობენ ჭიმკად).

Ⴀლიზი – გამოუწვავი აგური.

Ⴀლიკაპი – დანდალი, ხის აღვირი.

Ⴀლიონი – დილის სინათლის გამოჩენა უწინარეს მზის ამოსლჳსა (Ⴃილასთან ნახე).

Ⴀლიოქოთი – არეულება, ამბოხება.

Ⴀლისარჩული – სუნნელი ბალახის ყუავილი, ზაფრანის მსგავსი, ძოწეულის საღებავი.

Ⴀლისფერი – წითელის ცეცხლის ალისფრად.

Ⴀლკაპი – ფარდა საკრავთა {საკრავის ფერდა – Ⴑაბას ლექსიკონი}.

Ⴀლმაგი,იალმაგი – საომარი სამოსელი, ჯაჭუთა გარეგან საცმელი.

Ⴀლმასი – თუალი პატიოსანი (Ⴀდამასი ნახე).

Ⴀლმაცერი – შეღმად ირიბი, ვითა გაშლილის თითების ცერი შეღმა დადგება.

Ⴀლმედად – მხარიღლივ.

Ⴀლმური – ცეცხლის ალი კუამლითურთ შავწითლად აღმავალი.

Ⴀლნება – ნახე Ⴘეალნება

Ⴀლო – ნახნავი მიწა მიზდად გუთნისდედისა, მეხრეთა, შებმულთა ხართა და სხ.

Ⴀლოვნება – ალოს მოხნვის დრო.

Ⴀლო – საბრი, ნაწვეთი სუნნელთა ბალახთა.

Ⴀლუბალი – ბალღოჯი.

Ⴀლქატი – მსუბუქი, მჩატე, დამშხალული.

Ⴀლღო – ნადირთაგან გრძნობა მონადირეთ მიპარვისა // კაცთაგან მიხდომა მომავლის განსაცდელისა.

Ⴀლყა – აბრეშუმის ძალი, ანუ მეტალლთ სიმი საკრავთათჳს // გარშემო დადგომილი ლაშქარი.

Ⴀლჩუ – ვეგის ზევითი გვერდი რაოდენვე ჩაღრმავებული, რომლისაც მეორეს გვერდს ჰქვიან თოხანი.

Ⴀმაგი – ზრუნვა, გულს მოდგინება, ვითარცა ამაგი და ჭირნახული.

Ⴀმალი – ანაზდად შიმშილით მიბნედა.

Ⴀმალი – ზურგით ტჳრთის მზიდავი მუშა.

Ⴀმანათი – ბერძულად საწინდარი // რუსულად მზევალი // ქართულად ანაბარი, ე.ი. ნივთი მიბარებული ან გაგზავნილი ვისთანმე.

Ⴀმაო – ცუდი, უქმი, ბედითი.

Ⴀმაოდ – ცუდად.

Ⴀმაოდ – მორწმუნე ცუდმორწმუნე, გარდამეტებით მჩემებელი ღვთის მსახურებისა, ანუ რეგუნულად დამჯერებელი სიცრუვისა.

Ⴀმაოება – დაუდგრომელობა, უხანობა საწუთროსი.

Ⴀმაოხრებელი – {ნახე Ⴀღოხრება}.

Ⴀმარად – მისს ნებაზედ, ანუ მისის იმედით, ვითარ დაშთომილი ღვთის ამარად, შენს ამარად.

Ⴀმართვა – (ავმართავ) აღმართება, მაღლა აწევა და დადგენა საჩინოდ.

Ⴀმარტა – ეშმის ქუა.

Ⴀმაღლება – (აღვამაღლებ, ავმაღლდები) მაღლა აწევა, ანუ ასლვა // დღესასწაული შემდგომად პასექისა მეორმოცესა დღესა მოსახსენებელად ხორცითა ზეცად Ⴕრისტესისა.

Ⴀმბა – ნახე Ⴀბბა.

Ⴀმბავი – იხილე ჰამბავი; ამბარი, ამბრა სუნნელი, იხილე Ⴠამბარი.

Ⴀმბარი – საფქვილე ზანდუკი, ანუ სახლი, ბეღელი პურის შესანახავი.

Ⴀმბარდარი,ამბარდანი – მუჯირი, მნე საამბარდნოსი.

Ⴀმბარჩა – ფარღული, მანიაკი.

Ⴀმბიონი,ამბონი – მაღალი ადგილი საკურთხევლის წინ გინა სამქადაგებელო და საფსალმუნე (Ⴀღსავალთან ნახე).

Ⴀმბორი – სულიერი მოკითხუა და შემთხვევა.

Ⴀმბორება – (ვუამბორებ, ვეამბორები, ამბორს ვუყოფ) მიახლებით შემთხვევა.

Ⴀმბოხი – დაუწმენდელი მაჭარი (ნახე Ⴖვინოსთან) // შფოთი, არეულობა, ამბოხება.

Ⴀმება,დაამება – (ვაამებ, დავაამებ) სიამოვნების მიცემა // (მიამების) მხიარულების მიღება // სატკივრის დაამება, მოკლება.

Ⴀმეთჳსტო – თუალი პატიოსანი მიისფრო (ნახე Ⴑპეკალი).

Ⴀმიანტოს – კლდის ქუა ესოდენ ლბილი, რომელ დაისთვის ბაბმბასავით, ხოლო ნასთი ანუ ნაქსოვი მისი არ დაიწვის ცეცხლთა შინა.

Ⴀმიანური – ბადიანი ქისა, ჯუზდანი.

Ⴀმიერ – აქეთგან, ანუ გამოღმა.

Ⴀმიერდა იმიერ – აქეთ და იქით, ანუ გაღმა-გამოღმა.

Ⴀმიერითგან – ამ ჟამიდამ.

Ⴀმინ – ჭეშმარიტად, ნამდვილად.

Ⴀმინდი – კეთილშეზავებული ტაროსი მოსავალთათჳს, ანუ მოგზაურთა.

Ⴀმირ, ამირა, ამირი – არაბულად უმთავრესი, ანუ უხუცესი, {ამირ-ალ-ბაჰრ – ზღვათ უხუცესი}, იხმარების უფრორე რთულად სხუათა ლექსთა თანა შემდგომთა.

Ⴀმირახორი,ამილახვარი – ვზინდართ უხუცესი, მეჯინებეთ უხუცესი.

Ⴀმირბარი – სახლთ უხუცესი.

Ⴀმირეჯიბი – ეჯიბთუხუცესი.

Ⴀმირმუმლი – ხალიფა, Ⴁაღდადის ხემწიფე ძველთა მაჰმედიანთა.

Ⴀმირსპასალარი – უმთავრესი მხედართმძღუანი.

Ⴀმისთანა, მაგისთანა, იმისთანა – ითქმის სამთა პირთადმი, ხოლო ზოგად მისთანა (ნახე ლექსი ესე).

Ⴀმისთჳს,ამისგამო – კავშირი მიზეზობითი.

Ⴀმლაკი – ჭრელი ცხენი.

Ⴀმო – საამოვნო, სასიამოვნო, განსასვენებელი.

Ⴀმოდ – ნელად, სიამოვნით.

Ⴀმობრძანება – (ამობრძანდა) ასლვა მაღალთა გუამთა.