Ⴀზნაურება – თავისუფლება, არავისი მონება.
Ⴀზრი – იხილე ჰაზრი.
Ⴀზღუდი – ტანთსაცმელთა თეძოს თავს ქვემოთ ირიბად ჩაგდებული ნაჭერი.
Ⴀთაბაგი – არაბულად მამამთავარი, უმაღლესი მთავარი შემდგომად მეფისა. Ⴒიტლო ესე მიეცა Ⴀხალციხის მთავარსა Ⴑერგის Ⴟაყელსა VI Ⴂიორგი მეფისაგან გარემო 1330 წლისა (იხილე Ⴕართლის ცხ [ოვრება]).
Ⴀთასი – ათჯერ ასი.
Ⴀთასისთავი – უხუცესი ათასთა.
Ⴀთეული – ნაათალი, მეათედი ნაწილი // ათიანი.
Ⴀთვალწუნება – (ავითვალწუნებ) შეძულება, მოძაგება.
Ⴀთისთავი – ათთა ზედა უხუცესი // ათეული, მეათედი ნაწილი.
Ⴀთლა – (ავსთლი), აჭრა, თხლად ასერვა.
Ⴀთრთოლება – (ათრთოლებს) აკანკალებს, (ათრთოლდების).
Ⴀთქჳრება – ხორცის გატენა სიმსუქნით ან დაზღმურდლვა // ხილთა მცირედ სამწიფედ მოსლვა.
Ⴀთქულეფა – ასულეფა, ძაღლთაგან ენით ამოჭმა წუნიანისა.
Ⴀთცხრამეტური – მთოვარის მოქცევა (ნახე Ⴆედნადებთან).
Ⴀთძალი – ათსიმიანი საკრავი.
Ⴀი! – აჰა, შორისდებული ჩვენებითი.
Ⴀიაზმა – ნაკურთხი წყალი სასხურებლად.
Ⴀივანი – დერეფანი ან ეზო.
Ⴀკავლება —
Ⴀკათისტო – დაუჯდომელი.
Ⴀკაკი – ბრინჯის ხე.
Ⴀკანათი – სირთ მახე (იხილე Ⴋახესთან).
Ⴀკანკალება – კუალად ათრთოლება.
Ⴀკაპი – აკაფი (ნახე Ⴀლიკაპი)
Ⴀკარა, აკრა – ზღვის პირი კლდოვანი, ქედი ზღვიდან წარზიდული.
Ⴀკარვება,აღკარვება – (აღვიკარვებ) გარდანაცუალება ადგილისა კარვებითურთ.
Ⴀკაური – ასიდა, ჟრუნი.
Ⴀკელდამა – ებრაულად აგარაკი ანუ დაბა სისხლისა; ამისგან წოდებულ არს აკლდამა მიწაში შეკრული კამარა მკუდართა გუამთ დასადებად და მისვე ებრაული ლექსისგან დამა მიღებულ არს ქართულად ლექსი დაბა, რომელია სოფელი ან შენობა, ვითარ Ⴀხალდაბა, Ⴃაბნები, Ⴓდაბნო, Ⴓდაბური და სხ.
Ⴀკვანი – ჩჩვილთ სარეცელი სარწებელი.
Ⴀკვეთა – (ავჰკვეთ, ავკვეთ) აღსპობა, დაცხრობა.
Ⴀკვეცა – აღკვეცა (ავჰკვეც) აკრეჭა თმისა ახალ ნათელღებულისა, ანუ სამღუდელოთა თავისაგან კურთხევის დროს.
Ⴀკვიატება – (ავიკვიატებ) ცუდი საქმის გამოკიდება, ან დაჟინება. // (ავეკვიატები) გარდაკიდება.
Ⴀკიდება – (ავჰკიდებ, ავიკიდებ) დატჳრთვა საპალნითა.
Ⴀკიდო – ჯაგანი, ხილნი ერთად შებმულნი წნელითა.
Ⴀკინძვა – (ავჰკინძავ) ქაღალდთ მიკერება ერთმანერთზედ.
Ⴀკინჭილება – აკვიატება.
Ⴀკლდამა – ნახე აკელდამა და საფლავი.
Ⴀკლება – (ავიკლებ) დარბევა, წარტაცება ქონების.
Ⴀკოლოთია საგალობელი, წესი, ანუ შედეგი საეკლესიოს ლოცჳსა.
Ⴀკრა – აკარა (Ⴉონცხი ნახე).
Ⴀკროსტიხი – (Ⴉიდურწერილობა ნახე).
Ⴀკუთა – მცირე თორნე, ანუ ქურასავით ქუაბის სადგამი.
Ⴀკუმი – არც მამალი, არც დედალი, გინა ქალაბიჭა.
Ⴀლაბასტრი – ქუა მარმარილოს უმჯობესი, რომელიც გაითლების ჭურჭლად.
Ⴀლაბულა – ჩალაბულა, ნოტიოთ სიმღურივე, ჩალითა და ბეწვით ნარევი.
Ⴀლაგი – გზა, ანუ კუალი, უალაგო ალაგას.
Ⴀლალო – ჰარალალო, მსოფლიოთ სიმღერის ჩასართავი, რომელიც გარდაუქმნიათ საეკლესიოს გალობისაგან ალლილუია, ვითა რუსული აჲ ლჲული, ლჲული, ამისივე ნაკვეთი არს ოროველი, ჰოროველო.
Ⴀლალი – ოლოლი.
Ⴀლამი – მომცრო დროშა, სპარსულად ალამ // ანუ ნიშანი რამე შუბთა ზედა და მისთანათა, ან ნაჭერი რისამე ნიშნად.
Ⴀლამდარი – მედროშე, ალანდარი.
Ⴀლანძვა – (ავლანზავ) ნაკვერცხალზედ შეგდება გამოსაცხობის პურისა ან მწვადისა საჩქაროდ, რომ გარედამ დაიწვას და შიგნიდამ უმი დარჩეს.
Ⴀლაო – ფქვილი დაწვიმული, რომელიც კარგად არ მოიზილება, არც გაღვივდება.
Ⴀლარვა – (ავლარავ) აქოქლვა, ერთმანერთზედ მიკერება ნაჭერთა გამოჭრილის ტანისამოსითა, რომელსაც შემდგომად დაედება სარჩული და დალიანდაგდება.
Ⴀლატა – ალა, საფქვილე ალა {წისქვილის საფქვილე კასრი.
Ⴀლაფი – ნაშოვარი საქონელი ჟამსა ბრძოლისასა.
Ⴀლაფობა – (ვალაფობ) აკლება, დატაცება, აფორიაქება.
Ⴀლაფი – მეფქვილე, ფქვილის მოფარდული.
Ⴀლაწოდა – უშვერად მაღალი.
Ⴀლდატი – ალქატი, ანუ.
Ⴀლერდი – (ბალ.) იონჯა, ნედლი ბალახი.
Ⴀლერსი – საამო სიტყვა, საამოვნო ლაპარაკი (ვუალერსებ, ვეალერსები) სიამოვნით შემთხვევა, შეტკბობა.
Ⴀლვა,ალვახაზი – პუნგია, მოდუღებული და დაზელილი თაფლი საჭმელად.
Ⴀლვისხე – სარო, კჳპაროზი.
Ⴀლთაფა – აბრაკი, წურწუმა.
Ⴀლი – ცეცხლის ნივთი ზეაღმავალი და მანათობელი.