Ⴂარიჟრაჟი – განთიადი (ნახე Ⴃილასთან).
Ⴂარკვევა – (გავარკვევ) გარჩევა, გაგება, გამოცნობა.
Ⴂარნა – (კავშირი) მაგრამ. // (ზმნისზედა) გარდა, გარეშე.
Ⴂარსი – აფსკა, თხელი კანი, ვითა კვერცხის ნაჭუჭსა და ცილას შუა, ანუ ხახვსა შინა, ნიორსა და მისთანათა (ნახე Ⴕერქი), [თუალის გარსი].
Ⴂარუჯვა – (გავრუჯავ, გაირიჯვის) ცეცხლზედ შეტუსვა (ნახე Ⴐუჯვა).
Ⴂარღვევა – (გავარღვევ, გაირღვევის) ნაკერთა ძაფების დაჭრა და გაშორება. // შენობაში მცირედ გამოქცევა.
Ⴂარჩევა – (გავარჩევ, გავირჩევი) გარკვევა, განრჩევა, დარჩევა.
Ⴂარჯა – (გავრჯი, გავირჯები) თავდადებით შრომა; (ნუ გაირჯებით).
Ⴂასაგნვა – (გავსაგნავ) ვარჯისი საგანსა ზედა სროლითა.
Ⴂასავალი – ნახე გავლა/
Ⴂასათხოვარი – ქალი მოსწრებული საქმროდ.
Ⴂასამართავი – გამართვის მოქენე.
Ⴂასამართლება —
Ⴂასამრჯელო – შრომის ფასი.
Ⴂასანთლვა – (გავსანთლავ) სანთლის წასმა.
Ⴂასატეხი – რაჲცა შესაძლო არს გატეხად.
Ⴂასაღები – მოკლონთა კლიტე, რომლითაც გაიღება დაკეტილი, ანუ მოსამართავი საჟამოთა და მისთანათ.
Ⴂასაყარი – ჭერის საშუალ დიდი ძელი, რომელზედაც დანდობილი არიან კოჭები.
Ⴂასესხება – (გავასესხებ) გავალება, გაცემა თეთრისა სარგებლით.
Ⴂასვენება – (გავასვენებ) პატივით გატანა (ნახე Ⴂამოსვენება და Ⴋოსვენება).
Ⴂასინჯვა – გაშინჯვა (გავსინჯავ) განხილვა, გაჩხრეკა, გამოძებნა.
Ⴂასრესა – (გავსრეს) დაჟღულემა, დათრგუნვა, დალეწა.
Ⴂასტუმრება – (გავისტუმრებ) გაგზავნა, წარვლინება.
Ⴂასუქება – (გავასუქებ, გავსუქდბი) ხორცის მომატება კარგად შენახვით.
Ⴂასწავლება – (გავასწავლებ) გამოცდა, გაწურთნა.
Ⴂასწორება – (გავასწორებ, გავსწორდები) თანასწორად შექმნა.
Ⴂასხლვა – (გავსხლავ) მოკვეთა ურგებთა რტოთა ვაზთაგან (ნახე Ⴑხლვა).
Ⴂატანა – (გავიტან, გაიტან) შიგნიდამ გარეთ გაღება. // გაღმა წაღება. // კაცის დანდობა.
Ⴂატანება – (გავატან) თან გაგზავნა.
[Ⴂატარება].
Ⴂატეხა – განტეხა. // დარღვევა, დახსნა პირისა ან ფიცისა.
Ⴂატიტულება – (გავატიტლებ, გავსტიტულდები) განშიშუშლება, განძრცვა, გახდა სამოსელთა ტანისაგან (ითქმის ნივთთჳსცა).
Ⴂატლიკული – გაშიშვლებული (ნახე Ⴒლიკვი).
Ⴂატოპვა – (გავსტოპავ) ფეხით წყალში გასლვა (ნახე Ⴒოპვა და Ⴑიარული).
Ⴂატრიზავება – (გავატრიზავებ) გაკმარება, გაწბილება, გაკილვა, აგდება.
Ⴂატუსვა – (გავტუსავ) დაკლულის ღორის ბალანთ ცეცხლზედ გარუჯვა და გასუფთავება ტყავისა.
Ⴂაუბედავი.
Ⴂაუბედურება – (გავაუბედურებ) უბედურად შექმნა.
Ⴂაუმაძღარი – გაუძღომელი, დამშეული ან ხარბი.
Ⴂაუტანელი – დაუნდობელი, შეურჩენელი.
Ⴂაუქმება – ნახე Ⴂანუქმება.
[Ⴂაუჯანჯლებლად]
Ⴂაფანტვა – (გავჰფანტავ) გაბნევა, დაბნევა.
Ⴂაფეთქება – გულისა სიხარულით შეკრთომა.
Ⴂაფლანგვა – (გავჰფლანგავ) უბრალოდ დახარჯვა, წარგება, გაფანტვა.
Ⴂაფრენა – (გავაფრენ, გავჰფრინდები) გაშვება ან წასვლა ფრენით.
Ⴂაფრთხილება – (გავაფრთხილებ, გავჰფრთხილდები), დარიდება, მორიდება საშიშისაგან.
Ⴂაფუვება – (გავაფუვებ) აღფუვება, გაღვივება ცომისა.
Ⴂაფურთხვა —
Ⴂაფურჩნვა – (გავფურჩნი) ფურცლების დაგლეჯა, დასხვეპა ყვავილთა და შტოთაგან,.
Ⴂაფუფქვა – (გავფუფქავ) მდუღარეში ჩადება დაკლულის ქათმისა, გოჭისა და მისთანათა ადჳლ გასაგლეჯად ბუმბულთა და ბალანთა.
Ⴂაფშიკული – ცუდად გამხმარი, გამრუდებული, გააფრაკებული; [გაფშეკა].
[Ⴂაფცქუნა – გაფცქუნა კვერცხისა, გაფცქუნა ნუშისა].
Ⴂაფხაჭნა – (გავჰფხაჭნი) ფრჩხილით ან დანის წვერით გაკაწრვა, ხაზის დაჩნევა.
Ⴂაქანება – (გავაქანებ, გავექანები) საქანელაზედ რწევა შესაქცევად. // სწრაფად გაქცევა, გაჭრა მიტანება.
Ⴂაქარვება – ნახე Ⴂანქარვება.
Ⴂაქეზება
Ⴂაქექა – (გავჰქექ) გაჩხრეკა, გადაბრუნება.
Ⴂაქირდვა – (გავჰქირდავ) განკიცხვა, აგდება, გაწბილება.
[Ⴂაქნა – (ნახე Ⴀღთქვეფა)]
Ⴂაქნილი – გამოცდილი, გაოსტატებული.
Ⴂაქოფიტება – (გავაქოფიტებ) ტლანქად შექმნა, სახის მიცემა გაუსუფთავებლად.
Ⴂაქრობა – (გავაქრობ, გაქრების) დავსება ანუ უჩინო ქმნა.
Ⴂაქსუვება – (გავქსუვდები) ქსუდ შექმნა.
Ⴂაქუსლვა – (გავჰქუსლავ) დაზის კურა ცხენისა, აჩქარება.
Ⴂაქცევა – (გავაქცევ, გავიქცევი) გაგდება, გარეკა. // საჩქაროდ წასლვა ან გაპარვა.