Ⴂარდაფარება – (გარდავაფარებ) დაფარება სიგრძეზედ ან სიგანეზედ.

Ⴂარდაფენა – (გარდავჰფენ) გარდაშლა, დაფენა.

Ⴂარდაფრენა – (გარდავჰფრინდები) ფრენით გარდასლვა.

Ⴂარდაქმნა – (გარდავიქმ) სხუარიგად გაკეთება.

Ⴂარდაქცევა – (გარდავაქცევ, გარდავიქცევი) ძირს ჩამოგდება, დაცემა, დარღვევა // გარდაქმნა, გარდაცულა // გარდაბირვა, გულის გამოცულა.

Ⴂარდაღება – (გარდავიღებ, გარდაიღების) გარდატანა. // გარდასხმა. // გარდათარგმნა.

Ⴂარდაღება – რიტორული ნაკვეთი, მეტაფორა.

Ⴂარდაღეღა – (გარდავიღეღ გულს) გარდაშლა.

Ⴂარდაშენება – (გარდაშენდების) ამოვარდნა, ამოწყვეტა.

Ⴂარდაშვება – (გარდავუშვებ) დაბლა ჩამოშვება, გარდატევება.

Ⴂარდაცემა – (გარდავსცემ) გარდადება ერთისაგან მეორეზედ.

Ⴂარდაცვალება – მიცვალება.

Ⴂარდაცმა – (გარდავაცვამ) მშვილდის საბელში ისრის ჩაგდება და გაჭიმვა. // ღილის ჩაგდება კილოში.

Ⴂარდაწერა – (გარდავსწერ) ნაწერიდამ გარდაღება პირისა სხვას ქაღალდზედ.

Ⴂარდაწყვეტა – (გარდავსწყვეტ) საქმის გადაჭრა, გასამართლება.

Ⴂარდაჭდობა – ნაჭდობთა ურთიერთარს შეწყობა.

Ⴂარდაჭედა – (გარდავსჭედ) მოკურა გარშემო რკინისა და მისთანათა.

Ⴂარდაჭრა – (გარდავსჭრი) შუაზედ გაჭრა. // გარდაწყვეტა.

Ⴂარდახდა – (გარდავიხდი) ვალის მიცემა, უკუზღვა. // აღსრულება დღეობისა, შექცევისა, ლხინისა და ეგევითართა.

Ⴂარდახდევინება – (გარდავახდევინებ) პატიჟის მიხდა დანაშაულისა წილ.

Ⴂარდახდომა – (გარდავხდები) გარდახლტომა, გადარბენა. // ცხენიდამ ჩამოხდომა. // სჯულის გარდასლვა. // განვლა, თანა წარხდომა. // (გარდამხდების, თავს გარდამხდომია) შემთხვევა, გარდასავალი.

Ⴂარდახვევა – (გარდავახვევ) ზევიდამ დახვევა. // (გარდავუხვევ) გაბრუნება გზიდამ.

Ⴂარდახვეწა – (გარდავიხვეწები) გაქცევა, გარიდება, გასწრობა.

Ⴂარდიგარდმო – განზედ ანუ განრემზომ.

Ⴂარდმოდენა 

Ⴂარდმოზიდვა – (გარდმოვზიდავ) გარდმოტანა მრავალთა ერთის ადგილიდამ მეორემდე.

Ⴂარდმოტანა – .

Ⴂარდმოღება – (გარდმოვიღებ) გარდმოდგმა, გარდაღება, ჩამოღება.

Ⴂარდმოჩქერვა – (გარდმოსჩქერს) მაღალთა კლდეთაგან წყალთ გარმოდენა.

Ⴂარე – გარეთ, შინასგამო, შიგნიდამ.

Ⴂარეგან – გარედგან, გარედამ, გარეშე.

Ⴂარეგანი – გარეთის პირისა, გარეთი კერძო.

Ⴂარევა – (გავრევ, გავურევ) აღრევა, შერევა ერთი მეორეში.

Ⴂარეთ – კარზედ, გარეგან სახლისა.

Ⴂარეთუბანი – ქალაქის გარეთ შენობა.

Ⴂარეთხა – (ოთხფ.) ქურციკი, არჩვი, ჯიხვი, ჯერანი, ნიამორი და მისთანანი.

Ⴂარეკა – (გავრეკ) განდევნა მრავალთა, გალალვა.

Ⴂარემიქცევა – (გარემივაქცევ, გარემივიქცევი), გაბრუნება.

Ⴂარემოდგომა – (გარემოვადგები) გარშემოვლა, ანუ გარედამ დადგომა.

Ⴂარემოზღუდვა – (გარემოვზღუდავ) ზღუდის მოვლება გარეშემო.

Ⴂარემოს – გარეშემო, გარედამ მრგულივ.

Ⴂარემოქცევა – გარემიქცევა, გამოტრიალება, / გარემოქცევით წინაუკმო.

Ⴂარემოცვა – (გარემოვიცავ) გარემოდგომა, გარეშემოხვევა.

Ⴂარესკნელი – გარეთი, გარეგანი.

Ⴂარეტება – (გავარეტებ, გავრეტდები) ჟამად გონების დაკარგვა.

Ⴂარეული – ველური, მინდურისა; გაგარეულებული, გარეულად შექმნილი. // სხვაგნიდამ შემორეული შინაურებთან, ვითარ გარეული მამალი და სხ.

Ⴂარეშე – ზმნისზედა, გარეთ, გარედამ, გარეგან. // გარდა, კიდეგან.

Ⴂარეშე – ზედშესრული, მსოფლიო და არა საეკლესიო, ე.ი. არა შეწყნარებული ეკლესიისაგან, ვითარ წერილი ანუ მწერალი. // არა საზოგადო, კერძოობითი.

Ⴂარეშემო – გარემო, გარემოს, გარემოსი.

Ⴂარეშემოუწერელი – უსაზღურო, საზღუარდაუდებელი.

Ⴂარეშერტყმა – (გარეშევარტყამ) შემოკურა, შემოსა, შემოხვევა გარემო.

Ⴂარეშეცვა 

Ⴂარეცხა – (გავრეცხ) განბანა, ჭურჭელთა, სამოსელთა და სხ.

Ⴂარეწარი – მცონარი, წარმდები, უთაურად მოქმედი.

Ⴂარეწრობა 

Ⴂართვა – (გავრთავ, გავერთვი) საქმის გამოკიდება.

Ⴂართმევა – (გავართმევ, გავირთმევ სისლხსა) გამოშვება (ნახე გახსნა).

Ⴂართხმა – (გავართხამ, გავირთხამ) (ნახე Ⴂანრთხმა). // (გაერთხმის) შიგ გაჯდომა, გავარდნა.

Ⴂარი – გარეგანი, გარეშე.

Ⴂარიგება – (გავარიგებ) განგება, რიგის მიცემა. // საქმის გარიგება, აღსრულება.

Ⴂარიელი – (მფრ.).

Ⴂარინდებული – ტკივილთა და სენთაგან მოუძლურებული ან გასტერებული.