Ⴂაღანამცა – განაღამცა, დიაღამც.
Ⴂაღვივება – (გავაღვივებ, გაღვივდების) ნახშირთ ცეცხლის მოკიდება და ნაკვერცხლად.// ცომის გაფუვება, მოდედება.
Ⴂაღვიძება – ნახე Ⴂანღვიძება.
Ⴂაღიმვა – გაღიმება (გავიღიმებ) გაცინება უხმოდ ბაგეთა მიერ (ნახე Ⴑიცილში).
Ⴂაღმა – გაღმართ ზმნისზედა, იმიერ, წიაღ, მეორეს მხარეს.
Ⴂაღმრთობა – (განვამღრთობ) უკუდავად შექმნა.
[Ⴂაყენება – (გავუყენებ), გავაყენებ, განყრა, გაყრა (გავუყრი)].
Ⴂაშავება – (გავაშავებ, გავშავდები) შავად შექმნა.
Ⴂაშვება – (გავუშვებ) განტევება.
Ⴂაშველება – (გავაშველებ, გავშველდები) მოშუღლეთ გაშორება.
Ⴂაშვერა – (გაშვერილა) წინ წამოწეული რამე.
[Ⴂაშინჯვა]
Ⴂაშიშულება – (გავაშიშულებ) გატიტულება.
Ⴂაშლა – (გავშლი, გავიშლები) გაფენა ან განმარტება, გახსნა შეკეცილისა.
Ⴂაშმაგება – (გავაშმაგებ, გავშმაგდები) გახელება, განძვინება.
Ⴂაშორება – ნახე Ⴂანშორება.
Ⴂაშოტვა – (გავშოტავ, გავიშოტები) ცუდად გაჭიმვა, გაშვერა.
Ⴂაშრობა – (გავაშრობ, გავშრები) გახმობა, სისველის უჩინო ქმნა.
Ⴂაშტერება – (გავაშტერებ, გავშტერდები) გაჩერება, უგრძნობლად გება მცირეს ჟამს გაკვირვებისაგან.
[Ⴂაშფოტება]
Ⴂაშხლართვა – (გავიშხლართები) გაშოტვა, უშვერად წამოწოლა.
Ⴂაჩანაგება – (გავაჩანაგებ) წურილად გაზიდვა ცხადად ან მალვით, გამოლევა.
Ⴂაჩენა – (გავაჩენ) ნახე განჩინება. // დაბადება, შექმნა, წარმოება. // (გავიჩენ, გაჩნდების) გაშენება ცხოველთა, მცენარეთა და სხ.
Ⴂაჩეჩა – (გავსჩეჩ) გაწეწა მატყლის საჩეჩლით.
Ⴂაჩრა – გაჩხირვა (გავსჩრი, გავსჩხირავ) დაუდევნელად გარჩმა, შეტენა.
Ⴂაჩხრეკა – (გავსჩხრეკ) გაქექა, არევა ცეცხლისა. // წურილად გასინჯვა, გამოძებნა.
Ⴂაჩხუპვა – (გავსჩხუპავ) წყალში გასლვა ფეხით (ნახე Ⴙხუპვა და Ⴑიარული).
Ⴂაცარცვა – (გავსცარცვავ) განძარცვა, ძარცვა, წართმევა სამოსელთა და სხვათა.
Ⴂაცბუნება – შეშლა, გაშტერება.
Ⴂაცემა – (გავსცემ, გავეცი, გაეც, გასცემდი) მრავალთ მიცემა, დარიგება. // განცემა, ღალატი.
Ⴂაცვეთა – (გავსცვეთ, გაცუდების) ტანისა და ფეხის საცმელთ დაძველება, დაგლეჯა.
Ⴂაცილება
Ⴂაცინება – (გავაცინებ) მიზეზის მიცემა სიცილად. // (გავიცინებ) ქმნა სიცილისა. // (გავსცინებ) დაცინება, აგდება.
Ⴂაცისკრება – გარიჟრაჟი (ნახე Ⴃილასთან).
Ⴂაცნობა
Ⴂაცრა – (გავსცრი) საცერში გატარება ფქვილისა.
Ⴂაცრუვება – (გავაცრუვებ, გავსცრუვდები) ცრუდ გამოჩენა, გამტყუვნება.
Ⴂაცუდება – (გავაცუდებ) გაუქმება, წახდენა.
Ⴂაძაბვა – გაძგიბვა (გაიძაბვის, გაიძგიბვის) მცირედ გაჭიმვა ან გაყინვა.
Ⴂაძევება – (გავაძევებ) განძება, სხვანაირად გამოხვება.
Ⴂაძლება (გავუძლებ) ძნელის მოჭირვება. // (გასძლებს) გვიან დაძველება ან გაცვეთა.
Ⴂაძნელება – (გავაძნელებ, გაძნელდების) საჭიროდ ან მრავალსაშრომელად შექმნა.
Ⴂაძრახ – განგებ, განზრახვით.
Ⴂაძრახება – (გავაძრახებ) დარიგება, სწავლება მობირებით.
Ⴂაძრვა – (გავსძრავ, გავიძრვი) მცირედ შერხევა.
Ⴂაძღოლა – (გავუძღვები) ტარება სხჳსა წინა წარსლჳთ, ან გარიგება.
Ⴂაძღობა – (გავაძღობ) ნახე განძღება.
Ⴂაძღომა – (გავსძღები) ნახე განძღომა.
Ⴂაწარი – გრძლად დასაგები ბადე მფრინველთ სანადირო (Ⴋახესთან ნახე).
Ⴂაწბილება – (გავაწბილებ) უკუწბილება, გაცუდება, შერცხვენა.
Ⴂაწევა – (გავსწევ, გავიწევ) გაჭიმვა, გაფართოვება. // გაწევა, გასწი (ნახე Ⴂაზი!).
Ⴂაწითლება
Ⴂაწურთნა – (გავსწურთნი) გასწავლება, გაგერშვა.
Ⴂაწირვა – (გავსწირავ) გამომეტება, ხელის აღება.
Ⴂაწიწკნვა
Ⴂაჭედა – (გავსჭედ, -დავ) გამაგრება ლურსმით ანუ სოლით.
Ⴂაჭიმვა – (გავსჭიმავ) ძლიერად გაწევა.
Ⴂაჭრა – (გავსჭრი) განკვეთა მახვილითა. // (გავიჭრები) საჩქაროდ გავარდნა.
Ⴂახალვათება
Ⴂახამება – (გავიხამებ) სახამებლის წასმა, ანუ გავლება მას შინა.
Ⴂახანხლვა – (გავხანხლავ) ალანძვა მწვადისა.
Ⴂახარება – (გავახარებ, გავიხარებ) სიხარულის მიცემა, გამხიარულება.
Ⴂახდა – (გავხდი, გავიხდი) ტანისამოსის აცლა, მოშორება.
Ⴂახდომა – (გავხდი, გავიხდი) შექმნა, გაკეთება. // დამჭლევება.
Ⴂახედნა – (გავხედნი, -ნავ) გაწურთნა საჯდომთა ხვასტაგთა.
Ⴂახევა – (გავხევ, გაიხევის) ნაქსოვთა, ანუ ქარტის გაგლეჯა, გაფრეწა.
Ⴂახეთქა