Ⴂაპატიოსნება – (გავაპატიოსნებ) პატივის მიცემა, პატიოსნად გამოჩენა.

Ⴂაპენტვა – (გავჰპენტ, -ტავ) ბამბისა, ღაზლისა და მისთანათა გაფურჩნვა მშვილდის ლარზედ კინტის ცემით დასასთავად.

Ⴂაპლუტება – (გავაპლუტებ) გამტყუვნება, გაცრუვება.

Ⴂაპობა – (გავაპობ) ნახე განპება.

Ⴂაპურადება – (გავპურადდები) გამასპინძლება, ანუ გაცემა საჩუქრისა გამხიარულებისგან.

Ⴂაჟონვა – (გაჟონავს) მცირედ გადენა ნოტიოსი, უფრორე ხის ჭურჭელთაგან.

Ⴂაჟღინთვა – (გაიჟღინთება) ცურის აღება ნაბდისაგან, რბილთა ხეთა და მისთანათა.

Ⴂარგარი 

Ⴂარდა – გარდაისად გარეშე, კიდეგან, მისგან კიდე.

Ⴂარდაბირვა – (გარდავჰბირავ) ერთმანეთში მტერობის ჩამოგდება.

Ⴂარდაბიჯება – (გარდავაბიჯებ) ნაბიჯის გარდანაცულება.

Ⴂარდაბმა – (გარდავაბამ) წვერთ მობმა ერთმანეთზედ, განასკვა.

Ⴂარდაბნევა – (გარდავაბნევ) გაფანტვა, გაბნევა.

Ⴂარდაგდება – (გარდავაგდებ) გაქნევით გასროლა, ანუ ზეიდამ ქვედამხობა // (გარდავუგდებ) მდინარის გარდატანა სხუგნით.

Ⴂარდაგება – (გარდავაგებ) გარდაფენა. // წარგება, გაფლანგვა, გალევა.

Ⴂარდაგვარება – (გარდაგვარდების) შეცვალება თჳსის მოდგმისა.

Ⴂარდაგორვება – (გარდავაგორვებ) გორვებით წაღება ან გარდაბრუნება.

Ⴂარდაგრეხა – (გარდავგრეხ) ერთი მეორეზედ შეგრეხა // (გარდავუგრეხ) თავის გარდაკავება, მოკაკვა.

Ⴂარდაგულვა – ნახე გუალე.

Ⴂარდადგინება – (გარდავადგენ, -დგინებ) ერთის ადგილიდამ მეორეზედ დადგენა. // სახელოდამ დათხოვა, გარდაყენება.

Ⴂარდადგმა – (გარდავსდგამ) სხვაგან დადგმა.

Ⴂარდადება – (გარდავსდებ) ერთის ადგილიდამ მეორეზედ დადება. // საქმის დატევება ჟამადმდე // გარდახვევა ხელთა ურთიერთისადმი მხართა ზედა // გარდაკვეთა ვისთჳსმე ნიჭისა, ანუ მისის კერძისა. // გარდაედების) სნების შეყრა სხჳსაგან.

Ⴂარდავლა – ნახე გარდასლვა.

Ⴂარდაზიდვა – ნახე გარდაზიდვა.

Ⴂარდათხრა – (გარდავსთხრი) სრულებით დათხრა, მოთხრა.

Ⴂარდათქმა – (გარდავსთქუამ) თქმა გალობისა თავიდამ ბოლომდინ.

Ⴂარდაისად – ნახე გარდა.

Ⴂარდაკვეთა – (გარდავჰკვეთ) მოჭრა, გადაჭრა // (გარდავუკვეთ) შერიგება, დანიშნვა სამუშაოსი ან ხელფასისა.

Ⴂარდაკიდება – (გარდავჰკიდებ) აკიდება საშუალზედ ხურჯინისა და მისთანათა // (გარდავეკიდები) აკვიატება.

Ⴂარდაკურა – (გარდავჰკრავ) ჯორის შემოკურა ზურგზედ. // (გარდავაკრავ) შეშარტვა, შემოჭირება, გარდაბმა. // სარჩულისა ან ბეწვეულის დადება სამოსელთა ზედა, საფენთა და მისთანათა.

Ⴂარდამავალი – დამარღვეველი სჯულისა, შემცოდე.

Ⴂარდამდები – სხვისაგან შესაყარი სნება.

Ⴂარდამოსლვა – (გარდამოვალ) მაღლიდამ ქვე შთამოსლვა.

Ⴂარდამოცემა – (გარდამოვსცემ) მოცემა მაღლიდამ, ანუ სწავლის განმარტება.

Ⴂარდამოხდომა – (გარდამოვხდები) დაბლა ჩამოსლვა.

Ⴂარდამოხსნა – (გარდამოვხსნი) ჩამოხსნა მიკრულისა, ჩამოშვება, ჩამოსვენება // ხატი შთამოსვენებისა ქრისტესისა ჯვრიდამ და დასვენებისა მისისა საფლავად, რომელიცა დიდსა პარასკევსა წინადაიდების სამთხვევნელად ერისა.

Ⴂარდარგუა – (გარდავრგავ) მხალთა და ნერგთა სხუაგან დარგუა სიხშოს მიზეზით, ანუ ადგილის ცულისათჳს.

Ⴂარდარევა – (გარდავურევ) ერთი მეორესთან აღრევა // (გარდვირევი) ჭკუიდამ შეშლა ან გასტერება მრავლის საქმისგან. // (გარდაერევის) გარდამატება, მეტობით ქონება.

Ⴂარდარეული – არეული, აშლილი // შეშლილი ჭკუვიდამ // გარდამეტებული.

Ⴂარდართხმა – (გარდავართხამ) გარდაფენა, გარდაშლა, გაჭიმვა.

Ⴂარდარჩენა – (გარდავრჩები) ჭირისა ან დევნისგან მორჩენა // ნამეტანის დარჩენა.

Ⴂარდასავალი – ნახე გადასავალი.

Ⴂარდასახლება – (გარდავასახლებ) სხუაგან დასახლება (ნახე განსახვა).

Ⴂარდასლვა (გარდავალ) მეორეს მხარეს გარდაბიჯება // გარდახდომა სჯულისა,.

Ⴂარდასხმა (გარდავასხამ) გარდაღურა, გარდაქცევა // გარდაღება ნოტიოთა სხვას ჭურჭელში // (გარდავასხამ) დაჯდინება მრავალთა ერთის ადგილიდამ მეორეში (ნახე სხმა).

Ⴂარდატანა – (გარდავიტან) წაღება ერთის ადგილიდამ მეორედ, გარდაღება.

Ⴂარდატევება – (გარდავუტევებ) გარდაშვება.

Ⴂარდატჳრთვა – (გარდავსტჳრთავ) ტჳრთის ჩამოხდა, ანუ გარდადება სხუაგან.

Ⴂარდაფანტვა – (გარდავჰფანტავ) გარდაბნევა, გაფანტვა.