– (განვამდიდრებ, განვმდიდრდები) მდიდრად შექმნა სიმდიდრის შოვნა, შეძინება, მოგება.
Ⴂანლტოლვა – (განვივლტვი) გაქცევა, გარიდება.
Ⴂანმართვა —
Ⴂანმართლება – (განვამართლებ, განვმართლდები) მართლად გამოჩენა.
Ⴂანმარტება – (განვმარტებ, განვიმარტები) გაშლა, განვრცობა // თარგმანება, აღხსნა.
Ⴂანმარტებული – უზაკველი, წრფელი.
Ⴂანმგე, განმგებელი – მმართებელი, მნე, გამარიგებელი.
Ⴂანმზადება – (განვამზადებ, განვემზადები) მზად შექმნა, შენახვა
Ⴂანმკაცრება – (განგამკაცრებ, განვემკაცრები) განკრძალვა, გაფრთხილება.
Ⴂანმრავლება – (განვამრავლებ, განვმრავლდები) რიცხვით მომატება // არითმეტიკულად: ეგოდენ მოღება ერთისა რიცხჳსა, რაოდენიცა მეორესა აქუს ერთეული.
Ⴂამსტრობა – (განვიმსტრობ) დაზვერვა, გასინჯვა.
Ⴂანმტკიცება – (განვამტკიცებ, განვიმტკიცები) გამაგრება, განძლიერება, ძალისა შეძინება.
Ⴂანფრდველი – მოფარდული, გამსყიდველი.
Ⴂანმცემელი – შინაგანმცემელი.
Ⴂანმწარება – (განვამწარებ, განვმწარდები) განრისხება, შეწუხება.
Ⴂანმხილება – ნახე Ⴂამხელა.
Ⴂანმხოლოება
Ⴂანმხნობა – (განვამხნობ, გავმხნევდები) განძლიერება, სიმხნის მიცემა,.
Ⴂანპატიჟება – (განვჰპატიჟებ) განკანონება, გარდახდევინება,.
Ⴂანპება, განპობა – (განვაპებ, -პობ, განიპობის) შუაზედ გაჭრა, განკვეთა, გახეჩა, გახეთქა, ან გაგლეჯა // მფრინველთაგან ჰაერის განკვეთა ფრენითა, ანუ ნავთა და კაცთაგან წყლისა – ცურვითა.
Ⴂანპოხება – (განვაპოხებ, განვიპოხები) გასუქება ანუ დაშვენება // სუნნელის ზეთის ცხებით შემკობა, გასუნნელება.
Ⴂანრემზომი – ერთი მეორისა ფრიად წინააღმდგომი.
Ⴂანრემზომობა – სრულიად განსხვავებულება, განრემზომ ამისა.
Ⴂანრეცხა – (გავრეცხ) წყლით გასუფთავება ჭურჭელთა, სამოსელთა და მისთანათა, ხოლო ტანისათჳს ითქმის განბანა.
Ⴂანრთხმა – (განვართხამ) გაშლა, გაჭიმვა, გაკავება,.
Ⴂანრიდება – (განვარიდებ, განვერიდები) განრინება ანუ განრომა.
Ⴂანრინება – (განვარინებ) გამოხსნა, გამოყვანა საშისროებისაგან.
Ⴂანრისხება – (განვარისხებ, განვრისხნები) ფრიადი გაწყრომა // დრტჳნვა, სამდურავი.
Ⴂანრომა – (განვერები) თავის დაღწევა, გადარჩენა, მორჩენა, მორიდება.
Ⴂანრღვეული – დახუთვილი, კუტი.
Ⴂანრყუნა – (განვრყუნი, განვირყუნები) განხრწნა, წახდენა, გაქსუვება.
Ⴂანრყუნილი – წამხდარი, ან გაქსუვებული.
Ⴂანრჩევა – (განვარჩევ, განვირჩევი) გარკვევა, გაშორება ერთი მეორისაგან.
Ⴂანსაგებელი – სამნეო, სახელო, სამოურავო და მისთანანი.
Ⴂანსაზავებელი – საეკლესიოთა სიწმიდის ჭურჭელთაგანი, რომლითაცა განიზავების ღვინო და წყალი, ანუ მოიღების მდუღარება.
Ⴂანსაზღურვა, -რება – (განვსაზღურავ, -რებ) საზღურის დადება (ნახე საზღუარი).
Ⴂანსასვენებელი – ადგილი განსვენებისა.
Ⴂანსაფარდველი – გასასყიდი.
Ⴂანსაცდელი – საფრხე, შესაბრკოლებელი.
Ⴂანსაწმენდელი – სალხინებელი.
Ⴂანსახლვა – განსახლებულობა, გარდასახლება სამკჳდროს ადგილიდამ, სხვაგან დასხლება.
Ⴂანსახრწნელი – ხრწნილება, დახსნა კავშირისა ნივთთასა.
Ⴂანსვენება – (განვუსვენებ, განვისვენებ, ნახე შესვენება).
Ⴂანსივება – (განსივნების) დაშუპება, გაბერვა სიმსივნით.
Ⴂანსლვა – (განვალ) გარეთ გამოსლვა, ანუ გაღმა გასლვა.
Ⴂანსპეტაკება – (განვასპეტაკებ) გათეთრება, გასუფთავება.
Ⴂანსქდომა – (გასქდების) განპება, გახეთქა, გაჩეხა
Ⴂანსყიდვა – (განვსყიდი, განვისყიდები) განფარდვა, გაცულა საფასეზედ.
Ⴂანსძეებული – ძუძუგაშვებინებული.
Ⴂანსწავლა – (განვსწავლი, განვისწავლები) სწავლის მიცემა ან მიღება.
Ⴂანსხმა – (განვასხამ) გარეკა, გალალვა, (ნახე გამოსხმა) // (განმესხმის) გამოსხმა, დასხმა, შერჭობა.
Ⴂანსჯა – (განვსჯი, განვისჯები) გასამართლება //მოქმედება გონებისა, რაჟამს დაამტკიცებდეს რასმე ანუ უკუსთქმიდეს, ე.ი. შეერთება ანუ განყოფა იდეათა // გონება, ჭკუა, ძალი სულისა, პოვნად სრულთა იდეათა // წერილი, თხზულება რომლისამე საქმისათჳს გარდამოცემული.
Ⴂანტევება – (განვუტევებ) გაშვება, თავის დანებება, ხელის აღება.
Ⴂანტეხა – (განვსტეხ) ორად გახეჩა, ან წურილად დამუსრვა.
Ⴂანტჳნვა – (განვსტჳნავ) ტჳნის გამოდენა // დაქოლვა, მოკუდინაბა ქჳსა დაკრებით.