Ⴂანგებ – გაძრახ, საგანგებოდ.

Ⴂანგება – (განვაგებ) გარიგება, რიგის მიცემა // (განვიგებ) გაგება, ცნობა.

Ⴂანგება, განგებულება – მზრუნველობა ღვთისა დაბადებულთათჳს.

Ⴂანგებიანი – გონებით შორს დამნახველი, დახელოვნებული განგებასა შინა.

Ⴂანგმერა – (განვჰგმერ, განვჰგმირავ)) გმერა, მახვილის გაცმა, განწონა.

Ⴂანგმობა – (განვჰგმობ) გმობილად თქმა, განგდება.

Ⴂანგოზა – (განვჰგოზ, -ზავ) გალესა, განსპეტაკება შენობათა.

Ⴂანგოზილი – გალესილი, შეღებული.

Ⴂანგრაგნა – (განვჰგრაგნი) გახსნა, გაშლა შეგრაგნილისა.

Ⴂანგრძობა – (განვაგრძობ) გაგრძელება საქმისა ანუ სიტყჳსა.

Ⴂანგური – ოთხფერხთ გაცვივნული ბალანი (Ⴇმასთან ნახე).

Ⴂანდგომა – (განვსდგები, განვუდგები) უკუდგომა ანუ ღალატი,.

Ⴂანდგომილი – უკუმდგარი, უარის მყოფელი ანუ მგმობელი.

Ⴂანდევნა – (განვსდევნი) განძება, გაგდება.

Ⴂანდიდება – (განვადიდებ) შესხმა, შემკობა ქებით, დიდებით.

Ⴂანდობა – (გავენდობი) ხვაშიადის მითხრობა.

Ⴂანებიერება —

Ⴂანვითარება – სწავლაში გამოვლა,, განვითარებული, სწავლაში გამოვლილი.

Ⴂანვლა – (განვვლი) წარვლა, თანა წარსლვა, თანაწარხდომა.

Ⴂანვლთობა – (განვევლთი) განდგომა, გაყრა, განლთოლვა.

Ⴂანვრდომა – (განვვარდები) განხვება, განდგომა.

Ⴂანვრცელება

Ⴂანვრცობა – (განვავრცობ) განფართოება.

Ⴂანზავება – (განვაზავებ) აღზავება, აღრევა ნოტიოთა ზომიერად.

Ⴂანზოგება – (განვაზოგებ) ზოგის მოკლება, განახევრება.

Ⴂანზომა – (განვზომ, -მავ) ზომის ცნობა.

Ⴂანზრახვა – (განვიზრახავ) წინააღრჩევა, მინდომება // გონების დაღრმობა განსჯასა შინა, ფიქრობა // რჩევა, ჰაზრი, ჰაზრის დადება ან მიცემა.

Ⴂაზრდა – (განვზრდი) გაზდა, აღზრდა ჩჩვილთა.

Ⴂანზრქელება – (განზრქნების) გამსხვილება, განფიცხება.

Ⴂანთესვა – (განვსთეს) განბნევა.

Ⴂანთიად – გათენებისას.

Ⴂანთიადი – დილის მოახლება, გათენება, გარიჟრაჟი (ნახე Ⴃილა).

Ⴂანთჳსებული – განსაკუთრებული, გაცალკევებული, განკუთნვილი.

Ⴂანთქმა – (განვსთქუამ, განვითქმი) ხმის დაგდება ან დავარდნა, ამბვის გამოსლვა.

Ⴂანთქმული – სახელოვანი, ქებული.

Ⴂანთხევა – (განვსთხევ) განგდება, განძება, გალალვა.

Ⴂანი – თანდებული ესე მოეკიდების ნათესავობითსა ბრუნვასა და თჳთცა იბრუნვის, ვითარ: კაცთაგანი, სახლისაგანი, კაცთაგანისა, სახლისაგანმან და სხ. შინაგანი, -ნისა.

Ⴂანი – სიგანი, ნიშანი ისართ სასროლი.

Ⴂანი – სიგანე, სივრცე, სიფართე; განიერი? ფართო.

Ⴂანკაზმა – (განვჰკაზმავ) მორთვა, მოკმაზვა, განშვენება.

Ⴂანკანონება – (განვჰკანონებ) კანონის დადება მერჯულეთაგან მოსანანებლად ცოდვისა,.

Ⴂანკარგვა – (განვჰკარგავ) განგება, გარიგება.

Ⴂანკარგულება – რიგი, რიგის მიცემა.

Ⴂანკაფვა – (განვჰკაფავ, განვჰკფდები) მოუძლურება, გახდომა.

Ⴂანკაფული – მოუძლურებული, ღონეგამოლეული, გამხდარი,.

Ⴂანკვართული – კვართ გახდილი.

Ⴂანკვეთა – (განვჰკვეთ) გაჭრა, გაპობა // დამხობა, ახდა სამღუდელოს ხარისხისა მძიმეს შეცოდებისათჳს.

Ⴂანკიდვა – (განვაკიდვებ) განაპირება, მიხდა.

Ⴂანკიდურება – განაპირება, კიდეგანობა.

Ⴂანკითხვა – (განვიკითხავ, განვიკითხვი) გასამართლება, სამართლისა, გინა სასჯელის გაჩენა ანუ მიცემა //გაკითხვა, გასინჯვა, გარჩევა // დაძრახვა, გაკილვა // სამართალი, განბჭობა.

Ⴂანკიცხუა – (განვჰკიცხავ) გაქირდვა, აგდება

Ⴂანკრთომა – (განვაკრთობ, განვჰკრთები) ანაზდად განკჳრვება და შიში

Ⴂანკრძალული – თავშენახული, მორიდალი ცუდის საქმისა და შემთხვევისა.

Ⴂანკსუვება – განძვინება, ანუ გაქსუვება.

Ⴂანკუთნვა – (განვიკუთნავ) სრულიად განსაკუთრება, დაჩემება.

Ⴂანკუთნვით – განსაკუთრებულად, განთჳსებულად.

Ⴂანკურნება – (განვჰკურნებ, განვიკურნები) გამრთელება, მორჩენა სენისაგან.

Ⴂანკჳრება – (განვაკჳრვებ, განვჰკჳრდები) აღტაცებით გრძნობა უჩვეულოსა რისმე ხილჳსა, ანუ საოცრებისაგან.

Ⴂანკფდომა – (განვჰკფდები) განკაფვა ანუ დაძველება.

Ⴂანლაღება – (განვლაღნები) აღზუავება), გაქეზება.

Ⴂანლევა – (განვლევ, განვილევი) მოკლება, ანუ უჩინო ქმნა.

Ⴂანლთოლვა – განვლთობა ნახე.

Ⴂანლიგება – (განვლიგნები) გაშტერებით უხმობა.

Ⴂანლიგებული – უენო, ენამიხდილი, ენაჩავარდნილი.

Ⴂანმდიდრება