Ⴂამოჩვენება – გამომჩვენება ნახე.

Ⴂამოჩინება – აღმოჩინება, წარმოჩინება.

Ⴂამოცანა – ასახსნელი სიტყუა (მაგალითად: ორნი არიან, ტოლნი არიან, დარბაზს ჩადიან, ჩაიმღერიან, ე.ი. ფეხსაცმელნი).

Ⴂამოცდა – (გამოვსცდი, გამოვიცდები) განხილვა, გასინჯვა.

Ⴂამოცდილი – კაცი საქმეთა შინა გამოვლილი, ანუ მნახველი მრავალთა ადგილთა // მეტალლი გასინჯული, პრობანაქნარი.

Ⴂამოცემა – (გამოვსცემ) გამოღება, გამოტანა ნაყოფისა // ხმის გამოღება, გამოხმობა. // წიგნთ დაბეჭდვა.

Ⴂამოცეხვა – (გამოვსცეხუ) გამოძეგუა ან გალეწვა.

Ⴂამოცულა – (გამოვსცული) ერთი მეორის მაგიერ დადგინება ან მიცემა.

Ⴂამოცხადება – (გამოვაცხადებ) გამოჩენა // საქმეზედ წერილის შეტანა სასამართლოში // აპოკალიპსი, წიგნი იოანე მახარებელისა.

Ⴂამოცხობა – (გამოვაცხობ) ნახე ცხობა-გამოცხობილი, გამომცხუარი, ნამცხუარი.

Ⴂამოძეგუა – (გამვსძეგუ) გამოცეხუა, ანუ გალეწა.

Ⴂამოძიება – (გამოვეძიებ) გამოძებნა, გამოკითხვა.

Ⴂამოწახნაგებული – ნახე Ⴜახნაგი.

Ⴂამოწევა

Ⴂამოწერა

Ⴂამოწირვა – (გამოვსწირავ) წირვის შესრულება // შეწირულის უკან წაღება

Ⴂამოწლვა – (გამოვსწლავ) გამოშიგნვა.

Ⴂამოწმენდა

Ⴂამოჭრა – (გამოვსჭრი) შიგნიდამ მცირედის მოკვეთა // გათლა ანუ გამოქანდაკება // დაჭრა სამოსელთა და სხვათა ნაქსოვთა შესაკერავად ტანისამოსთა // (გამოვიჭრები) საჩქაროდ გამოსლვა.

Ⴂამოჭურეთა – Ⴀმოჭურეთა ნახე

Ⴂამოჭჳრვა – (გამოსჭჳრს) შიგნიდამ ბზინუარება ან საშუალ ნათლის გამოსლვა.

Ⴂამოხდა – (გამოვხდი) ზეთთა გამოწურვა თესლეულთა და ხილის გულთაგან, ანუ სასმელთა ორთქლით შეკრება ცეცხლზედ დუღილით.

Ⴂამოხდომა – (გამოხდების) გამოსლვა // ანუ გამოჭრა.

Ⴂამოხვება – (გამოვახვებ) გამოღება, გამოკლება, გამორიცხვა.

Ⴂამოხვეწა – (გამოვხვეწ) ხის ჭურჭელთ გამოთლა, გამოჭრა ხვეწით.

Ⴂამოხმა – (გამოვიხუმ) გამოტანა // გამორთმევა, ჩამორთმევა.

Ⴂამოხრვა – (გამოვხრავ) ძუალთაგან ხორცის გლეჯა კბილით.

Ⴂამოხსნა (გამოვხსნი) დახვანჯულის გამოგება // (გამოვიხსნი) ტყვეობიდამ განთავისუფლება.

Ⴂამოხურვება – (გამოვახურვებ) გახურვება ან გარდახალისება მეტალლთა.

Ⴂამჟღავნება – (გავამჟღავნებ) გამხილება, გამოაშკარება, (ნახე Ⴋჟღავნება) // (გავუმჟღავნებ) მითხრობა ბავთისა.

Ⴂამრავლება – გახშირება (ნახე განრავლება).

Ⴂამტყუნება – (გავამტყუნებ) მტყუვარად გამოჩენა.

Ⴂამჩენი – დამბადებელი, შემოქმედი.

Ⴂამცემელი – (ნახე Ⴂანმცემელი), გამცემი, უხვი.

Ⴂამძლე – მაგარი, არა მსწრაფლ გასაცვეთი ან წასახდენი.

Ⴂამჭჳრვალი – რასაცა საშუალ განვლის სინათლე, ვითარ ჭიქა, ბროლი და მისთანანი.

Ⴂამჭრიახი – თავიანი, საქმიანი, დაუცადებელი საქმეში.

Ⴂამხდარი – შექმნილი, გაკეთებული (ნახე Ⴂახდომა) // დამჭლევებული, ხორცდაცვივნული.

Ⴂამხელა, გამხილება – (გავამხელ, გავამხილებ) გააშკარება, გამჟღავნება.

Ⴂან – თანდებული ნათესავობითსა და მოქმედებითსა ბრუნვასა თანა ხმარებული, ხოლო ზმნათა თანა ზედდადებულად // გან იხმარება ზმნისზედათა თანაცა ადგილობითთა, ვითარ: ერთგან, ორგან, ათგან, ზოგგან, სხვაგან, ყოველგან და სხ.

Ⴂანა? – ზმნისზედა კითხჳთი.

Ⴂანაბვა – (გავინაბვი) ჩაჯდომა და უზრავად გება ჟამრავდენმე შიშისაგან.

Ⴂანავალი – სკორე.

Ⴂანათლება – (განვანათლებ) ნათლის მოფენა.

Ⴂანათხოვრება – (გავანათხოვრებ) ნათხოვრის თხოვება.

Ⴂანაპირება – (გავინაპირებ), განკიდურება, განშორება (ნახე Ⴂანკიდურება).

Ⴂანასკვა – (გავნასკუავ) გამონასკვა, ნასკვის შეკურა.

Ⴂანაღა, განაღამცა – ეგრეთ დიაღამც.

Ⴂანაჩენი – წერილით განსამართლებული საქმე, ნახე Ⴜერილთან).

Ⴂანახლება – (განვაახლებ) დაძველებულის გაკეთება, ახლად შექმნა.

Ⴂანბანვა – (განვჰბან, განვიბან) დაბანა ტანისა, განსპეტაკება.

Ⴂანბნევა – (განვაბნევ, განვიბნევი) გაფანტვა, მიმოდაბნევა.

Ⴂანბოროტება – (განვაბოროტებ) განძვინება, ძვირის შემთხვევა.

Ⴂანბრძნობა – (განვაბრძნობ) ზეგარდამო სიბრძნის მოცემა კაცთადმი.

Ⴂანბძარვა – (განვჰბძარავ) დახეთქა, დაგლეჯა, განიბძარა.

Ⴂანბჭობა – (განვაბჭობ) (ნახე Ⴂაბჭობა), გასამართლება.

Ⴂანგაშა – ღავღავი, ჩოჩქოლი, ხრიანცელი ან მიმოდათქმა მრავალთაგან.

Ⴂანგდება – (განვაგდებ) განძება, განხვება.