Ⴂამოზამთრული – ზამთარგამოვლილი ხვასტაგი ერთის წლისა.

Ⴂამოზიდვა – (გამოვზიდავ) გამოტანა, გამოღება ან გამოთრევა.

Ⴂამოზოგება – (გამოვიზოგებ) მცირედ-მცირედ ხარჯვა, გრძელჟამ საკმარებლად.

Ⴂამოზრდა – (გამოვზრდი) გამოკვება, შენახვა საზრდელითა.

Ⴂამოთარგმანება – (გამოვსთარგმანებ) ახსნა, განმარტება.

Ⴂამოთრევა – (გამოვათრევ) გამოზიდვა, თრევით გამოტანა.

Ⴂამოთქმა – (გამოვსთქუამ) გულის ზრახვჳსაზეპირ გამოღება ან შეთხზვა.

Ⴂამოთხოვა – (გამოვითხოვ) გათხოვნა // თხოვნა, ვედრებით მიღება // (გამოვეთხოვები) გამოსალმება წარმავალისა.

Ⴂამოკვება – (გამოვჰკვებ) გამოზრდა, დაოკება.

Ⴂამოკვეთა – (გამოვჰკვეთ) გამოჭრა, გამოთხრა.

Ⴂამოკიდება – (გამოვჰკიდებ, გამოვეკიდები) ნახე Ⴂაკიდება.

Ⴂამოკრთომა – (გამოჰკრთების) ელვარების გამოჩენა (ნახე Ⴉრთომა).

Ⴂამოკულევა – (გამოვიკულევ) გამოძიება, გამოძებნა კუალთა მიერ.

Ⴂამოლაპარაკება – (გამოველაპარაკები) შესაუბრება, ხმის გაცემა.

Ⴂამოლევა – (გამოვლევ, გამოილევის) დაცლა, დაცარიელება.

Ⴂამომეტება – {გამომეტება – (გამოვიმეტებ) არ დავზოგავ, არ დავრიდებ – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.

Ⴂამომჩვენება – დიდებულად გამოსლვა.

Ⴂამომჭვირვალი – გამჭვირვალი, ნათლის მაკრთომებელი.

Ⴂამონასკუა – (გამოვნასკუავ) გამოსკუნა, შეკურა ნასკჳსა.

Ⴂამოპირვა – (გამოვჰპირავ) საჭრელთ იარაღთ პირის გამართვა.

Ⴂამორეკა – (გამოვრეკ) გარეთ განდევნა მრავალთა.

Ⴂამორეცხვა – (გამოვრეცხ) რეცხით გამოყუანა მწიკულისა.

Ⴂამორთმევა – (გამოვართმევ) მიღება, ჩამორთმევა.

Ⴂამორკვევა – (გამოვარკვევ) დარკვევა // გამორჩევა, გამოშლა ხვანჯისა.

Ⴂამორიდება – (გამოვრიდებ, გამოვერიდები) დარიდება, მოშორება, გაცლა.

Ⴂამორჩევა – (გამოვარჩევ, გამოვირჩევ) უკეთესის მოძიება, აღრჩევა.

Ⴂამორწყვა – (გამოვრწყავ, გამოირწყვის) მუწუკის გაჭრა ან გახეთქა და შალალის გამოდენა.

Ⴂამოსადეგი – სახმარად ვარგისი, სასარგებლო.

Ⴂამოსადინელი – წყალთ გამოსავალი, სათავე.

Ⴂამოსავალი – გამოსლჳს ადგილი // ზოგჯერ ჰნიშნავს მოსავალს.

Ⴂამოსაღები – ხარკი, ბეგარა, დებულება.

Ⴂამოსახვა – (გამოვსახავ) სახის დადება, გამოხატვა // (გამოვისახავ პირჯვარს) პირზედ ჯვრის გამოწერა, დაწერა.

Ⴂამოსვენება – (გამოვასვენებ) პატივით გამოტანა (ნახე Ⴋოსვენება).

Ⴂამოსლვა – (გამოვალ) შიგნიდამ გარეთ განსლვა.

Ⴂამოსული – კარგად გამხმარი კომლში (ითქმის ლორთათჳს),

Ⴂამოსურმვა – (გამოვსურმავ, გამოვისურმავ) თუალთ ოლუა.

Ⴂამოსხმა – (გამოვასხამ) გამორეკა, გამოლალვა, და სხ. (ნახე Ⴑხმა).

Ⴂამოტანა – (გამოვიტან) გარეთ გამოღება.

Ⴂამოტაცება – (გამოვიტაცებ) ძალით გამოტანა.

Ⴂამოტკპოლვა – დაწყლულება, დაშაშრვა, დასკდომა ტანისა.

Ⴂამოტკპოლვილი და გამოტპოლვარე – ბრძვილი დამწველი გამოხეთქითა შალალისათა.

Ⴂამოუკულეველი – ნახე Ⴂამოკულევა

Ⴂამოუცდელი – საქმეში გამოუვლელი, უნახავი // გამოუმწვარი ან გადაუმდნარი მეტალლი.

Ⴂამოფერდილი – ითქმის ორგუარად; ფერდებჩაცვივნული შიმშილით ან ფერდებგატენილი სიმაძღრით (ხვასტაგი).

Ⴂამოფრდა – (გამოვიფრდი) გამოცდა, მოხმარება.

Ⴂამოფრენა – (გამოვაფრენ, გამოვფრინდები) მფრინველთ გამოშვება ან გამოსლვა ფრენით.

Ⴂამოფხიზლება – (გამოვაფხიზლებ, გამოვიფხიზლებ) განფრთხობა, გამოღვიძება.

Ⴂამოქანდაკება – (გამოვჰქანდაკებ) ჩამოსხმა მეტალლთაგან სახისა // გათლა ანუ გამოკვეთა მისი ქუათაგან, ძელთა, ძუალთა და მისთანათა, გინა გამოჭრა, ამოთხრა მეტალლთა ზედა ძელთა და სხ. სახისა.

Ⴂამოქანდაკებული – ამგუარად გამოქმნილი.

Ⴂამოქნა – (გამოვჰქნი, გამოვიქმ) გაკეთება ტყავთა და მისთანათა // გაწურთნა მოზვერთა და ზაქთა უღელში.

Ⴂამოქცევა – (გამოვაქცევ, გამოვიქცევი) დაქცევა საშუალში // გარეკა, გალალვა.

Ⴂამოღება – (გამოვიღებ) გამოტანა ანუ გამოზიდვა // წარმოება, აღმოცენება.

Ⴂამოყუანა – (გამოვიყუან, -ნებ).

Ⴂამოშიგნვა – (გამოვშიგნავ) გამოწლვა, გამოღება შიგანურისა დაკლულთა წხოველთაგან.

Ⴂამოჩეკა – (გამოსჩეკს, გამოიჩეკება) კრუხთაგან კვერცხთ გამოტეხა საწიწილედ.

Ⴂამოჩენა – (გამოვაჩენ) დანახვება, გამოტანა სანახავად // (გამოვსჩნდები, გამოვუჩნდები) გამოცხადება.