Ⴀმგუარად დ დაესხმის სახელთა პირთასა და ჰნიშნავს მიღებასა წოდებისა ანუ ხარისხისასა. Ⴋაგალითად, ეკურთხა მეფედ, დიდგინა მთავრად, მსაჯულად; ხელდასხმულიქნა მღუდელად, შედგა ბერად და სხ.
Ⴄსევე დაერთვის ბოლოდ ზედშესრულთა სახელთა და შესცულის მათ ზმნისზედად. Ⴅითა კეთილი – კეთილად, ბოროტი – ბოროტად, შავი – შავად, თეთრი – თეთრად. Ⴞოლო მდაბიურად ნაცულად დ ხმარობენ თ: კარგი – კარგათ, ავი – ავათ, სწორე – სწორეთ და სხ. (ნახე Ⴇ).
Ⴃა – კავშირი შეერთებითი. Ⴋაგალითად: Ⴎეტრე და Ⴈოანე. Ⴅსწერ და ვჰკითხულობ; ეს დონ-ანი ნიადაგ დაიწერების მობმით, ანუ ზედშესრულად და ამითი განირჩევის სახელისაგან და, დაჲ და სხუათა ადგილთა, სადაცა და ერთად შეხუდებიან, მაგალითად, დავსწერ, დავიძინებ, გარდავალ, უჯერო არს ესრეთ: და ვსწერ, და ვიძინებ, გარ და ვალ და სხ., რამეთუ მობმა და არს მხოლოდ კავშირისა, ვითა ლათინური v.
Ⴃა, დაჲ – ამით სახელითა უწოდებენ ურთიერთ ქალნი, შობილნი ერთისა დედ-მამისაგან, ეგრეთვე ძმანი მათნი. // კუალად უწოდებენ მოლოზანნი ურთიერთსა.
Ⴃაავლება – (დავავლდები) მოუძლურება, მოღალვა.
[Ⴃაამება – ნახე Ⴀმება]
Ⴃაარსება – (დავაარსებ) არსებად მოყვანება.
Ⴃაარსებული – არსებად მოსული.
Ⴃაბა, დაბნები – შენობა, სოფელი (იხილე Ⴀკლდამა).
Ⴃაბადება – (დავჰბადებ, დავიბადები) შექმნა, წარმოება, დასაბამის მიცემა, ანუ მიღება, ანუ შობა // მთოვარის დაბადება, ე.ი. განახლება.
Ⴃაბადება – პირველი წიგნი მოსესი შექმნათა, ანუ შესაქმისა. // ესევე ეწოდების სრულიადსა წიგნსა ძველისა და ახლისა აღთქმისა.
Ⴃაბადებული – ქმნული, რაჲცა დაარსებულ არს ღვთისაგან.
Ⴃაბალთვა – (დავბალთავ) მრავალთა დაჭრა, დაკოდა ან დახოცა.
Ⴃაბალი – არა მაღალი შესახედავითა სხვათ შესწორებულად; ხოლო მდაბალი გულით არა ზვავი, თავდაბალი (იხილენ თჳსთა ადგილთა).
Ⴃაბალითება – დაშოშმინება.
Ⴃაბანაკება – (დავიბანაკებ) კრებულად დადგომა ერთს ადგილს. // აღჭურვა, დადგომა სალაშქროდ.
Ⴃაბანაკებული – დავანებული.
Ⴃაბანვა – (დავჰბან, დავიბან) განბანა, გარეცხა ტანისა.
Ⴃაბარება – (დავაბარებ) პირად შეთულა საქმისა სხვასთან; // (დავიბარებ) ბრძანებით ან თხოვით სხვაგნიდამ მოყვანინება ვისიმე, ან მოტანინება რისიმე.
Ⴃაბარვა – (დავბარავ) ბარით გარდათხრა მიწისა.
Ⴃაბაღი – მეპრატაკე.
Ⴃაბდაბი – დაფი და დაფდაფი.
Ⴃაბებკული – დაკონკებული, დაძონძებული.
Ⴃაბეგვა – (დავბეგვ) ცემა, ანუ დაცეხვა, დაძეძკა, დაბეჟვა.
Ⴃაბეჟვა – (დავბეჟავ) ცემით დარბილება, მაგალითად, მკვახეთა ხილთა და მისთანათა.
Ⴃაბერება – (დავაბერებ, დავბერდები) მოხუცება.
Ⴃაბერვა – (დავჰბერავ) საკრავთ დაკურა შთაბერვით.
Ⴃაბეჭდვა – (დავბეჭდავ) დატჳფრვა, ბეჭდის დასმა. // სტამბაში წიგნის გამოყუანა.
[Ⴃაბზარვა – ].
Ⴃაბინავება – (დავბინავდები) დასახლება, ბინის დადება.
Ⴃაბირი – აღმართებული თხემი წმიდა წმიდათასი.
Ⴃაბლა – ზმნისზედა, დაბლა ქვევით.
Ⴃაბლაგვება – (დავაბლაგვებ, დაბლაგუდების) მახვილი პირის მოცვეთა, დაჩლუნგება.
[Ⴃაბლება – დაბლობი].
Ⴃაბმა – (დავაბამ, დავიბმი) თოკით მიკურა.
Ⴃაბნები – სოფლები (ნახე Ⴃაბა).
Ⴃაბნედა – (დავბნდები) Ⴁნედა ნახე.
Ⴃაბნედილი – ცნობამიხდილი, გულშემოყრილი.
Ⴃაბნევა – (დავაბნევ, დაიბნევის) გაბნევა, გაფანტვა.
Ⴃაბნელება – (დავაბნელებ) ნათლის მიხდა, მოკლება.
Ⴃაბოლოვება – (დავაბოლოვებ) დასრულება, ბოლოს მოღება.
Ⴃაბოჭვა – (დავბოჭავ) მობოჭვა, დაჭერა, ხელსი ჩაგდება.
Ⴃაბრალება – (დავაბრალებ) ბრალის დადება, მიჩემება. // ცილის წამება.
Ⴃაბრგვილება – ნახე Ⴃაბრყვილება.
Ⴃაბრეცა – (დავიბრიცები) ნახე Ⴁრეცა.
Ⴃაბრკოლება – (დავაბრკოლებ, დავბრკოლდები) საქმიდამ მოშლა, მოცდენა. // შეცთუნება.
Ⴃაბრმობა – (დავაბრმობ, დავიბრმობ თვალთა, დავბრმდები) თვალთა ხედვის მოკლება.
Ⴃაბრუნება – (დავაბრუნებ, დავბრუნდები) დატრიალება, უკმოქცევა.
Ⴃაბრყვილება, დაბრგვილება, დაბრჯგუვება – დასუსტება, მოუძლურება, დაბლაგვება.
Ⴃაბრჯენა – (დავაბრჯენ, დავიბრჯენ) დაირება, დანდობა.
Ⴃაბუგვა – (დავბუგავ) გარდაწვა, სრულიად დაწვა.
Ⴃაბუჟება, დაბუშება – (დავუბუჟებ, დაბუჟდების) ხელისა ან ფეხის ჟამ რავდენმე უძრავობით დამძიმება სისხლის შედგომისაგან, ანუ ტკენისაგან და მცირედ ხან ვეღარ ხმარება.