Ⴂუამოვანი – პიროვანი, მისივე არსებისაგანი და განთჳსებული.

Ⴂუანება – (ვჰგავ, ვეგუანები, მივეგუანები) მსგავსების ქონება.

Ⴂუარი – ნათესავი. // განსაკუთრებული რიგი.

Ⴂუარჯილა, გორჯილა – ერთგუარი ხაშურია, რომელიც ცეცხლზედ იფეთქებს, და იხმარების შესამზადებლად თოფის წამლისა, ეგრეთვე სასმელ წამლადცა სიცხიანთ გასაგრილებლად.

Ⴂუაჯი და გუაჯიობა – კეთილი შური, რათა არა უდარეს იქმნეს სხვათაგან (ნახე Ⴘური).

Ⴂუბე – დაფოსოვებული ადგილები, წყლით სავსე (ნახე Ⴜყალთან).

Ⴂუგა – თუალის კაკალი, ანუ ბაია.

Ⴂუგული —

Ⴂუგუნი – (გუგუნებს) ხმა ცეცხლის ნთებისა ან შორიდამ ბგერისა.

Ⴂუდა – გაუჭრელად გაძრობილი ტყავი ხვასტაგთა შთასადებელად რისამე. // იმერნი უხმობენ კუპრიელსა ტიკსაცა (ნახე Ⴅაშკარანი და Ⴇხიერი).

Ⴂუდალი – უსწორო ნაკერი ალარულს ტანისამოსში.

Ⴂუდარაკი – საგბოლველი ან სადუღებელი ჭურჭელი, ვითარ ქუაბი, სიავი, ჩალხანა, ტაფა, ტაფაკი, კარდალი, ქოთანი, კოჭობი, ხალანი და მისთანანი.

Ⴂუდასტვირი – ჭიმონი, სოფლური სტვირი შთასაბერველი გუდითურთ.

Ⴂუდაფშუტა – ცუდი სოკო, გაბერილი და ცარიელი გუდასავით.

Ⴂუჱრდიგუჱრდი – და სხ., იხილენ Ⴂველი, Ⴂვერდი.

Ⴂუთანი – (ნახე Ⴄრქუანი).

Ⴂულადი – გულოვანი.

Ⴂულად – დება (გულად ვიღებ) გულში დანერგვა.

Ⴂულამოსკუნილი – გულამოხვინჩვით მტირალი.

Ⴂულანი – წიგნი სრულის წლის საგალობელთა, ხოლო რომელთა შინა ჩართულ არს ჟამნიცა, ეწოდება ჟამნგულანი.

Ⴂულარძნილი – ოღროჩოღრო, ღრანტეებიანი, ღირღოვანი გზა.

Ⴂულდებული – იმედდადებული, განმხნობილი იმედითა.

Ⴂულვება – (მეგულვების, მეგულება) იმედეულება ქონებისა ან შოვნისა რისამე. // მონებება, განზრახვა.

Ⴂულვებადი – საგულვებელი, მოსალოდებელი.

Ⴂულთმეცნიერი – გულთა მხილველი, დაფარულთა გულისათა მხედველი ღმერთი.

Ⴂულთმისანი – რომლითამე ნიშნებით ან მიხდომით სხვათა გულის პასუხის შემტყობი

Ⴂული – უმთავრესი ნაწილი ცხოველთა შინაგანის აგებულებისა, რომლისაგანცა მიმოიქცევის სისხლი ყოველთავე ძარღუთა შინა. // ჰაზრი, გულის ზრახვა. // საშუალო სიღრმე ქუეყანისა, ანუ ზღჳსა. // შინაგანი კერძო კვერცხისა, კაკალთა, ხილთა ნაჭუჭიანთა და მისთანათა. // კუალად ითქმის: ღვთის გულისთჳს; ჩემის გულისთჳს. // გული მეთანაღრება, ე.ი. არ მომწონს, არ მემეტება, მენანება, ითქმის უქმად წარგებულის რისთჳსმე.

Ⴂულიდამ ამოღება – (გულიდამ ამოვიღებ) განზრახვა, დასკუნა რომლისამე საქმის შედგომისა უსათუოდ.

Ⴂულითადი – მისანდო.

Ⴂულითადობა – გულით სიწრფელე.

Ⴂულიო – მომცრო ტრედი ველური.

Ⴂულის ამოსკუნა – (გულს ამოვისკუნი) ამოხვინჩვით ტირილი.

Ⴂულის არევა – (გული მერევა), ზიდება,.

Ⴂულის გადალევა – (გული მელევა, გადამელევა) გააბეზრება, მოწყენა.

Ⴂულის გამოცულა – (გულს გამოვუცლი) გარდაქცევა, გარდაბირვა.

Ⴂულის დაჯერება – (გულს დავაჯერებ) ნამდვჳლად ცნობა და სხ. (ნახე Ⴃაჯერება).

Ⴂულის დება – დადება (გულს ვუდებ, დავუდებ) იმედის მიცემა, გამხნობა, დამშვიდება.

Ⴂულის ზრახვა – გულის პასუხი, ფიქრი, გულში ლაპარაკი.

Ⴂულის თქმა – (გული მითქვამს) გულით ნდობა, სურვილი.

Ⴂულისობა – გულპილწობა (ნახე Ⴂაგულისება).

Ⴂულის პასუხი – ვისაც რა ფიკრი აქუს გულში, სხუათაგან დაფარული.

Ⴂულისპირი – ტანისამოსთ გულზედ ქობა მიკერებული.

Ⴂულის რევა – გულის არევა.

Ⴂულის სათქმელი – სანდომელი, სასურველი.

Ⴂულის სიტყვა – გულის ზრახვა, გულის პასუხი.

Ⴂულის სრულება – (გულს ვისრულებ) აღსრულება გულის წადილისა.

[Ⴂულის ტკივილი] —

Ⴂულის ფიცარი – მკერდი.

Ⴂულის წადილი – გულისთქმა, ფრიადი ნდომა, სურვილი.

Ⴂულის წყრომა – გამოჩენილი რისხვა, გაშფოთება, გაანჩხლება.

Ⴂულის ყური – ძალი მიხდომისა და დახსოვნებისა.

Ⴂულის შემატკივარი – გულტკივნეულებით შემბრალებელი, მზრუნველი.

Ⴂულისხმასმოსლვა – მიხდომა, გაგება.

Ⴂულისხმიერი – ადვილად მიმხვედრი და დამხსომებელი საქმისა.

Ⴂულისხმიერება – მალე მიხდომა საქმისა.

Ⴂულისხმისყოფა – (გულისხმასვჰყოფ) ზედმიწევნით ცნობა. // ფილოსოფიურად ძალი განთჳსებით წარმოდგენად ნივთთა და ზედმიწევნილება იგივე არს.

Ⴂულმავიწყი – მალე დამვიწყებელი.

Ⴂულმანკიერი – გულძვირი, ანუ ძვირის მხსენებელი.