Ⴂონჯი – მახინჯი, დაღრეკილი, სახიჩარი, ანუ ასონაკლები.
Ⴂორა – საწყაო, 16 დოქს შთაიტევს (ნახე საწყაოსთან).
Ⴂორა და გორაკი – ბორცვი, მცირე მთა (ნახე Ⴋთასთან).
Ⴂორანგო – ღორთ ზევითი ღოჯი ეშვის სალესავი.
Ⴂორგალი – ნასთი, ანუ მკედი მრგულად დახვეული.
Ⴂორგომიჭელა – პატარა ეტლი გოგორებიანი, ბოშვთა სატარებელი ხელთ დაბრჯენით, ფეხის ასადგმელად, ხოჭიჭი.
Ⴂორდა – ხმალია ერთგუარი (ნახე Ⴞმალთან).
Ⴂორვა – (ვჰგორავ) ცხოველთა მიწაზედ გარდაბრუნება. // ნივთთა ტრიალით სრბოლა ადგილზედ.
Ⴂორვება – (ვაგორებ) ტრიალით ტარება.
Ⴂორილი, გვარილი – თივის თოკი (ნახე საბელთან).
Ⴂოროხი, გორახი – მიწა, ანუ ტალახი ქუასავით გამხმარი.
Ⴂოსპა, გოსპანი – ნაქსოვი ძვირფასი.
Ⴂოქშო – ბურბუშელა.
Ⴂოშია – პატარა ძაღლი.
Ⴂოშპელაკნი – ოქროს საყურენი.
Ⴂოჩქოჩანა – ჩქართა შინა ადგილთა მდინარისათა ჩამჩქერვალენი ზვირთნი (ნახე Ⴜყალთან).
Ⴂოჭა – კობრი.
Ⴂოჭი – ღორის შვილი.
Ⴂოხი, გოხინი – ღორთ საკერშილო ტუხინი.
Ⴂოჯეული – გოჯიდამ ნეკადმდე მტკავლის ზომა.
Ⴂოჯი – ცერი, წინა სახსარი, ანუ მისოდენი ზომა გრე. //კოჭი, ფეხის ჩონჩხი.
Ⴂრაგნა – (ვჰგრაგნი) შეხვევა, წარგრაგნა.
Ⴂრაგნილი – სიგლურად დახვეული წერილი, ანუ ქარტა დაუწერელი.
Ⴂრაკლი – ბრაწის ხე.
Ⴂრგენა – (მეგრგინება) გრძნობა უსიამოვნოს შეხებისა სხეულისადმი, ვითა ღიტინი.
Ⴂრგჳნვა, გურინვა – (გრგჳნავს, გურინავს) ხმა საზარელი ქუხილისა, მიწის ძრვისა და მისთანათა.
Ⴂრგოლი – მცირე სალტე მეტალლთაგან შექმნილი თითთა შესაცმელი, ანუ ჯაჭუთა ასასხმელი და სხუათა სახმარებათათჳს.
Ⴂრგუალი – (ნახე Ⴋრგუალი).
Ⴂრდემლი, გურდემლი – რკინის კუნძი მეტალლთ საჭედი.
Ⴂრე – გოჯი, ადლის მეთექუსმეტე ნაწილი.
Ⴂრემა – მრეში, მქრქალი ფერი (Ⴀღიელთან ნახე).
Ⴂრემლობა – (ვიგრემლებ) ოლვა, დაოლვა, გამოსურმა თვალთა საგრემელითა.
Ⴂრეხა – (ვჰგრეხ) შესთვა ბრუნებით თოკისა და მისთანათა.
Ⴂრეხილი – დაგრეხილი, შესთული. // ქალთ სამკაული მძივებით ასხმული გულზედ ჩამოსავლები.
Ⴂრიალი – (გრიალებს) ხმა წისქვილთ ბრუნვისა, ეტლთა სრბოლისა და მისთანათა, დგრიალი, მუცელი გრიალებს.
Ⴂრიგალი, გირგალი – ქარი ტრიალით მომბერავი, რომელიცა დახვევით ეკვეთება და განანქრევს რაჲცა შეხუდების.
Ⴂრივი – აპანაგი, ძველებური საწყაო თესლეულთა, ანუ მარცვალთა.
Ⴂრიკი – მთის ჟოლო.
Ⴂრილი – მცირედ ცივი, სასიამოვნო სიცხის დროს. // ნივთი ცივის ბუნებისა, მხურვალის წინააღმდგომი (ითქმის უფრორე სამკურნალოთათჳს წამალთა).
Ⴂრილობა – (ვაგრილებ) დაჩრდილება, დაგრილება სიცხისაგან.
Ⴂრკალი – გრგოლი, კარშიკი.
Ⴂრკჳნვა – (ვჰგრკჳნავ) ჩჩჳლთაგან შეხარვით რეცა უბნობა მზრდელთამდი.
Ⴂროვა – ხროვა, ჯგუფად კრებულნი ერთგუარნი ცხოველნი. // ზვინად მოკრებულნი ერთგუარნი ნივთნი.
Ⴂროვება – (ვაგროვებ) დაფანტულის ერთად შეკრება, მოქუჩება.
Ⴂრუზი, გრუზა – თმახუჭუჭი, დაგრეხილი.
Ⴂრუტუნი, ღრუტუნი – (გრუტუნებს) ტრედთ ხმიანობა.
Ⴂრძელი – უმეტეს ზომისა ან წარზიდული.
Ⴂრძნება – (ვჰგრძნებ) მოგვობა, მოქმედება მოქმედება განსაკჳრვოთა საქმეთა ხელოვნებით, ანუ ეშმაკის მანქანებით.
Ⴂრძნეული – მოგჳ, მოქმედი ეშმაკურთა საქმეთა.
Ⴂრძნობა – (ვჰგრძნობ, ვაგრძნობ, ვიგრძნობ) გაგება, შეგნება, მიხდომა. // ვაგრძნობ.
Ⴂრძნობის საცავი – Ⴑაგრძნობელი ნახე.
Ⴂრწყილი – კრწყილი.
Ⴂრჭო, გრჯო – წურილი ლატანი.
Ⴂრჯღა, კრჩხა – ხეთა ძირის მორთაგან განყოფილნი დიდნი რტონი, ხოლო ამათ ზედა განყოფილთა ეწოდების ბორჯლი და მათ ზედა – რტონი, და ნოშონი; კუალად უწურილესთა ხის წვერთა – კეწერო, კოწოლი და კუნწუხი, ხოლო უფურცლოსა ჩვილსა კეწერსა, ზამთრით ხვასტაგთა საკვებსა, – ნეკერი, სადა რტონი ორად განიყოფებიან, მას ეწოდების კაპი და მონაკვეთის რტოს ძირსა – როკი და ნუჟრი.
Ⴂუადრუცი – ფიცრის კოლოფი (ნახე Ⴆარდახჩა).
Ⴂუალე, ჰგუალე – მდაბიურად გოლე (ზმნა ესე იხმარების მხოლოდ ბრძანებითად), იარე, წამოდი, წარვედ, ჰგუალეთ, გარდაჰგუალე, წიაღმოჰგუალე.
[Ⴂუალაგი – ნახე Ⴅაშკარანი].
Ⴂუალვა – უწვიმობა და მისგან განხმობა მოსავალთა ზაფხულის დროს.
Ⴂუამი – ტანი, სხეული კაცისა ცოცხლისა ანუ მკუდარისა. // ფილოსოფიურად გუამი და პირი ერთი და იგივე არს. არისტოტელე განსაზღურებს ესრეთ: გუამი არს არსება განუკვეთელი, ბუნება სიტყუიერი და ქვემდებარება უზიარებელი.