12. Ⴞეტი ტეტრის მსგავსი, სიყრმითგან გონებადაბრჯგუვებული ავის ზნის შეჩვევით და თუმცა შემდგომად სწავლა მოენებოს, არამედ სწავლით უმეტესად გარდარეულ იყოს.

Ⴂიჟი – ზოგჯერ ჰნიშნავს ცელქსა, მოუსვენარსა, ხოლო ჭკვიანი მშვიდსა.

Ⴂირაგი – დიდი მანგანა ხისა, მოსაჭირებელი გასახერხავთა ძელთა, ანუ გასაქლიბთა მეტალლთა.

Ⴂირაო – წინდი, საწინდარი.

Ⴂირვანქა – 8 კვერცხის წონა (Ⴑაწონთან ნახე).

Ⴂიშერი – სათი, შავი ქუა ძვირფასი.

Ⴂიშრაფეთი – ზელილი კორკოტი.

Ⴂლა – (ვაგლი, ვეგლები) თავის გლა, მიხლა. Ⴐა გგლის, რა გრჯის, რაგგმა ან რას დასდევ.

Ⴂლახ! – შორისდებული სავაებო (იხილე რთულად ვაგლახ!)

Ⴂლახა, გლახაკი – უპოვარი, უქონელო, ანუ დაცემული სიმდიდრისგან. // Ⴈთქმის ნივთთათჳსცა და ჰნიშნავს ცუდსა, ბედითსა, ვითარ გლახა ღვინო, გლახა დანა, გლახა ნაწერი.

Ⴂლემურძი – ღორის ხორცსა და ტყავს შუა მომსუქნო ადგილი.

Ⴂლესა – (ვგლეს) განგოზა, წასმა რისამე, გაგლესა.

Ⴂლეხი, გლეხიკაცი – მდაბიო, მსოფლიო მოსახლე.

Ⴂლეხური – გლეხთ შესაფერი.

Ⴂლეჯა – (ვჰგლეჯ) ხევა, მოხევა, დახევა, ანუ აღმოფხურა მცენარეთა, კრეფა ხილთა და მისთანათა.

Ⴂლინვა – (გლინავს, ეგლინება) გველივით მუცლით ცორვა (Ⴈიარულში ნახე),

Ⴂლისპი – ანჩხლი, კაპასი, ჯიქი, გაუგონარი, მიუკარებელი. // Ⴑაღვთოსა შინა წერილსა დაუდვიათ გაპარსულის ადგილს.

Ⴂლოვა – (ვიგლოვ, ვგლოვობ) ვაება, ტირილი.

Ⴂლოვა, გლოვობა – შავის შემოსა ჟამ რავდენმე მიცვალებულთა ზედა.

Ⴂლუ – გლუვი უმქისო, უროკო, უხორკლო.

Ⴂლუსუნი – (ვეგლუსუნები) ზედ წახეხება.

Ⴂმერა – გმირვა, გუმერა, გურემა (ვჰგმერ, ვჰგმირავ, ვუგმერ) მახვილის კურა, განწონება, განგმერა.

Ⴂმირი – დიდი და საზარელი ტანითა და უფროსღა ძალითა და საქმითა (ნახე Ⴈროელი).

Ⴂმობა – (ვჰგმობ, ვიგმობი) გინება, გიობის წარმოთქმა. // უარის ყოფა საღვთოთა საქმეთა, ანუ დახსნა სჯულისა.

Ⴂმობილი – დაწუნებული, არა ქებული.

Ⴂმური – ხელშუბა (Ⴊახვართან ნახე).

Ⴂნდე ნიღრი – გარეგანი კიდე საჭრელთა, ვითარ დანისა, ხმლისა, ცულისა და მისთანათა.

Ⴂნოლი – (მფრ.) გლონი.

Ⴂნომი – ძალი სულისა განხილვად მსგავსებასა ნივთთასა.

Ⴂობა – ძელთაგან ამოჭრილი ჭურჭელი, სალაფავის ჩასასხმელინ შინაურთა ხვასტაგთათჳს.

Ⴂოგვა – (ჰგოგავს) მფრინველთ ხლტომა ფეხითა მისაწონად (Ⴑირულში ნახე).

Ⴂოგირდი – წუნწუბა, ჩექა.

Ⴂოგმანი – გოგვა.

Ⴂოგო – მდაბიო გლეხის ქალი.

Ⴂოგორა – მცირე ურმის თუალი, მხოლოდ მორგჳსგან შექმნილი მკურივად თჳნიერ ფერსოებისა და სოლებისა, უფრორე იხმარების ერქუანთათჳს.

Ⴂოგრა – ბოსტნის მოსავალი, რომელიც არს სამგუარი: 1. გოგრა საკუთრად არს ქერქთხელი და მხლად საჭმელი; 2. აყირო ანუ კვახი, ქერქზრქელი მსგავსი სასმისთა, რომლისგან შეიქმონენ კოკოშას; 3. ხაპი კუახის გუარივე, არამედ უყელო.

Ⴂოგრახი – დიდი გოდორი და გოგოხი უმცირესი.

Ⴂოგუთი – თავმრგუალი ჯოხი.

[Ⴂოდა – ნახე Ⴉოდი].

Ⴂოდება – მოთქმით ტირილი (ვჰგოდებ) (ნახე Ⴒირილთან).

Ⴂოდოლი – ძეგლი, ბურჯი, კოშკი დიდი და მაღალი.

Ⴂოდოლტაძრები – ბურჯებით ნაშენნი ზღუდენი ტაძრისანი.

Ⴂოდორი – წნული ჭურჭელი ნერგის წნელთაგან (ნახე Ⴘარაგული).

Ⴂოვზა – გოვზაკი დიდი სარწყული.

Ⴂოზაური – დიდი საღვინე (ნახე Ⴑაღვინესთან).

Ⴂოზინაყი – ნუში ან ნიგოზი ნადუღს თაფლში გავლებული, პუნგია.

Ⴂოკინი – გოხინი, ყროყინი, ვირთ ხმიანობა.

Ⴂოლი – ანუ თაფლი გოლეული გარდაუმდნარი ხვეზა თაფლისა, კიპრუჭი, თაფლის პურები, ახლად გამოღებული სკიდამ.

Ⴂამაზარი, გუამასარი – წერილი გრძელი და გავრცელებული (ნახე Ⴜერილთან).

Ⴂომბეშო – მეტად დიდი ბაყაყი.

Ⴂომბიო – პაწუა, პაწიკელა, პატარა გოგო მოსამსახურე.

Ⴂომი და გომური – ბოსელი, სადგური სახლი დიდროვანთა ხვასტაგთა.

Ⴂომიზი, გომფისი – ხის წებო.

Ⴂომიჯი – ჭრელი ხმიადი იმერული (ნახე Ⴎურთან).

Ⴂონება – ძალი სულისა თჳთოეულ განხილვად მოკიდულებასა საზოგადოთა ჭეშმარიტებათასა. // ჰაზრი, ფიქრი, გულის ზრახვა. // (ვიგონებ) ფიქრობა, გულში ზრახვა. // ზოგგან დაუდვიათ გონება ნაცულად სჳნდისისა, ვითა ნათესავი ნაცულად სახისა.

Ⴂონი – მდაბიურად გონება, ჭკუა, განსჯა.

Ⴂონიერი, გონებიანი – სრულის გონების მქონი.

Ⴂონიერდ – ჭკუვით, გონებიანად.