Ⴁარდღალა – გრძელი ჭუა მრავალფეხი.
Ⴁარე – კიდეც.
Ⴁარემ, ბარემც – მაინც, მაშასადამე, ანუ კარგარამ.
Ⴁარება – (ვაბარებ) დავედრება, დაბარება, მიბარება.
Ⴁარვა – (ვბარავ) მიწის თხრა ბარით.
Ⴁარი – რკინის ნიჩაბი პირიანი, ფეხის დადგმით სათხრელი.
Ⴁარი – ვაკე ადგილი მთის ძირში.
Ⴁარისპირა – .
Ⴁარკალი – თეძოს ქვეშეთი ძუალი. // Ⴑაკლავთ ნაოთხალი ფეხი, ვითარ წინა ბარკალი, უკანა ბარკალი, ფეშხოს ნახევარი.
Ⴁარტყი – ბღარტი მართვე მფრინველთა, ანუ წურილთა ცხოველთა. // საკერავში ჩაგდებული პატარა ნაჭერი ან აზღუდი.
Ⴁარტყულა – მონაზონთ კუნკულის გასაფარებელი ვარშამანგი.
Ⴁარულა – ხის ბარი, სათხრელი.
Ⴁარული – აჭინარი, ფეტვთ ჩამოსაკიდი.
Ⴁარქაზი – გემი, დიდი ნავი.
Ⴁარცმანუკი – Ⴋელისკუდა ნახე.
Ⴁარძაყი – მსხჳლი ბარკალი, თეძოს სიმსხოება.
Ⴁარძიმი – ფეხმაღალი სასმისი, საკუთრად ეწოდების საეკლესიოსა სიწმიდის ჭურჭელს.
Ⴁარჯი – სათევზაო გრძელი ჯოხი რკინის კავიანი.
Ⴁარხანა – ნახე Ⴁარგი.
Ⴁასრი – ფოლადი, რკინა. ბასრი ხმალი.
Ⴁასრობა – (ვბასრობ) გარდამეტებული კიცხევა, აგდება.
Ⴁასტანი – მაღლიდამ ჩამოვარდნილის რბილის დაცემის ხმა.
Ⴁატასინი – ზღვის იხვი.
Ⴁატი – ღერღეტი.
Ⴁატკანი – ჩჩვილი კრავი (ნახე Ⴚხოვარტან).
Ⴁატკი – ჩჩვილი თიკანი.
Ⴁატონი – მეპატრონე, უფალი.
Ⴁაქანი – შეჭრილის კედლის მცირე რამ ვაკე.
Ⴁაქი, ბაქები – ზავთი, მუქარა, ანუ ტრაბახი.
Ⴁაქმაზი – Ⴋურაკი ნახე.
Ⴁაღა – კუს ბაკანი, გათლილი სავარცხლად, კილოფად და სხ.
Ⴁაღანა – მცირე ტყვე.
Ⴁაღვა – (გაბაღვა და გაბაღლარავება) გლეჯა, გაგლეჯა.
Ⴁაღი, ბაღჩა – სამოთხე, წალკოტი, ხილნარი, მტილი ხეხილთა.
Ⴁაღლინჯა —
Ⴁაყაყი – მცირე გომბეშო ხმელისა.
Ⴁაყილო – მდაბიოთა ესრე წაუხდენიათ ლექსი Ⴁაბილო.
Ⴁაყლი – შალალი წათხი, თხრიმლი, ჩირქი წყლულისა.
Ⴁაცქი – ნახე Ⴁატკი.
Ⴁაძი – სხვის საქმის მოქმედი.
Ⴁაწარი – მსხვილი ღაზლი შეგრეხილი (Ⴑაბელთან ნახე).
Ⴁაჭია, ბაცაცი – კურდღლის შვილი.
Ⴁახალა – მართვე, ყორანთა, ჭილყუავთა, კაჭკაჭთა და მისთანათა (ნახე Ⴋართვესთან).
Ⴁახტა, ბახტაკი —
Ⴁახჩა – ბაღჩა, ბაღი
Ⴁგერა – ხმა უსულოთა ნივთთა, ვითარ ქარისა, წყალთა, ეტლთა სლჳსა ანუ საკრავთა და მისთანათა.
Ⴁგოლვა, ბგოლვილი – ნახე გბოლვა, გბოლვილი.
Ⴁდვილი, ბღდვილი, ბრდღვილი – ნახე Ⴃღვილი.
Ⴁდვინუა, ბდჳნუარება – .
Ⴁდღუნა – (ვბდღუნი) დაკლულთ მფრინველთ გაწიწკნა.
Ⴁე, ბეი – არამონი.
Ⴁებერა – აბურცებული, აშუპებული ადგილი.
Ⴁებერი – ბერი დიაცი, დედაბერ.
Ⴁებია – მამისა ან დედის დედა. // Ⴋეანი, დედათ მოურავი, ყრმის ამჭმელი.
Ⴁებკი – ძონძი, ბებკული ძონძის ნაკერები.
Ⴁებლი – გრძნების მოქმედი.
Ⴁეგარა – მებატონის სათხოვრისა და სამუშავოს აღსრულება.
Ⴁეგვა – (ვბეგუ, დავბეგუ) გალახვა ჯოხით. // Ⴋარცვალთა გამორჩევა ჯოხის ცემით ჩენჩოსა და თავთავთაგან.
Ⴁეგთარა – მორკინული ჩასაცმელი საომარი (ნახე Ⴟავშანთან).
Ⴁეგი, ბეგობი – პატარა გორა.
Ⴁედაური – ცხენი გუარიანი, ანუ ჰუნე (Ⴚხენთან ნახე).
Ⴁედეკი – დარღვეული ნაპრალი.
Ⴁედენა – იმერულად სხუაობა, თაფაუთი.
Ⴁედი – სვე, ხვედრი, მოსასვლელი ვისზედმე კეთილი ან ბოროტი, ბედისწერა.
Ⴁედითი – ცუდი, უხამსი, უგვანი.
Ⴁედისწერა – განჩინება ბედისა.
Ⴁედნიერი – კეთილის ბედის მქონებელი.
Ⴁედნიერი – მუწუკი ფრიად მანკიერი (ნახე Ⴀნთრაკი)
Ⴁევრეული – მრავალრიცხჳ.
Ⴁევრი – მრავალი (ნახე Ⴓმცირესი). // Ⴜერილთა შინა ათიათასი (ნახე Ⴓშტი).
Ⴁევრჯერ, ბევრჯელ – მრავალგზის, მრავალჯერ.
Ⴁეზარი – {ბეზარი – შემაწყენელი, გამაბეზრებელი, ნახე აბეზარი, ბეზარს მოყვანი, – Ⴃავით Ⴙუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი}.
Ⴁეზეკი – ელუარე, ნათლიერი
Ⴁეზირგანი – ნახე Ⴃიდვაჭარი.
Ⴁეზღება – (ვაბეზღებ) დასმენა, შესმენა.
Ⴁეი – ნახე ბე.
Ⴁეითალი – ნახე Ⴁათალი.
Ⴁელადი – ეტიკი, მატარებელი, გზის მცოდნე.
Ⴁელეკონი – კალანოსი, თერევინთო, ჩათლაქუჩი, ხერკინა.
Ⴁელზებული – მთავარი ეშმაქთა. {ba al zebub ებრაულად «ცეცხლთა მბრძანებელი»}.
Ⴁელი – დათვის ბოკვერი.
Ⴁელიასი – ებრაულად ეშმაკი, ავი, მავნე.
Ⴁელტი – კორდის მონაკვეთი, მიწა ბალახიანი, კუშა.
Ⴁელდარი – ღარის ხიდი, ხეეზედ გადებული ღარი რუს გასატანად.
Ⴁელდოჯი – კედელში ფუღურო.