Ⴁალავარი – საძირკულის ქუანი დიდ-დიდნი (ნახე Ⴕუა).
Ⴁალაზინი, ბალზამი – სუნნელი და სამკურნალო ზეთი.
Ⴁალამწარა – გარეული ბალი.
Ⴁალანი – თმა ოთხფერხთა რომელთამე ცხოველთა (ნახე Ⴇმასთან).
Ⴁალანტი – მცირე პარკი (ნახე Ⴅაშკარანთან).
Ⴁალასინი – ბალაზინი.
Ⴁალახანა – სახლთა შინა ჭერის ქვეშ გადიცრული ადგილი რაგინდარას შესანახავი.
Ⴁალახვარდი – წყლის წიწმატი.
Ⴁალახი – მოლი, მწუანე მდელო მინდორზედ მდგომი, ან გათიბული, და რა გახმეს, თივა ეწოდება.
Ⴁალახში ან ბადახშანი – ლალი უმჯობესი.
Ⴁალბა – ბალუქი, კორკოტანა.
Ⴁალბალუკა —
Ⴁალზამი – ბალაზინი, ვალსამონი.
Ⴁალთა – მრავლ. ბალთები, ფართო აბზინდა შესაკრავი ზოსტერისა, ქამრისა, ხრმლისა და მისთანათა.
Ⴁალთვა – (ვბალთავ) ხშირად დაჭრა, დაკოდვა, დასერა.
Ⴁალი – .
Ⴁალიოზი – ელჩი (ნახე Ⴋოციქულთან).
Ⴁალიში – თავის ქვეშ სადები სასთაული დასაძინებლად. // Ⴞვეტთა, ბოძთა და მისთანათა თავს შესადგმელი ქუა ან ხე, ბუღაური.
Ⴁალნურა – ცხენის სახურავი ღაზლისა.
Ⴁალფოში – სკლატის საფენი.
Ⴁალღამი ანუ ფელგამი – ოთხნი ბალღამნი მოიხსენებიან Ⴈ. Ⴃამასკელის წიგნსა შინა და არიან აგებულებასა შინა კაცისასა და სხუათა ცხოველთასა იგივე, რაჲცა ხილულსა სოფელსა შინა ოთხნი ნივთნი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი, რომელთაგან შენივთებულ არს გუამიცა კაცისა და არა იქმნების ესრეთ თანასწორ შეზავება მათი, რათა ერთი რომელიმე არა სჭარბობდეს მეორეთა და ესრეთ, ვისცა სჭარბობს მიწა, მას ეწოდება მიწის კერძი, ანუ მელანხოლიკოსი (μελάνος – შავი და χόλη – ნაღველი) თჳსება მისი არს მძიმე, დაფიქრებული, ანუ სევდიანი, ვისცა სჭარბობს წყალი, მას ეწოდება ფლეგმატიკოსი (φλεγματικός) და აქუს თჳსება გულგრილისა, ვისცა სჭარბობს ჰაერი, მას ეწოდება ხოლერიკოსი (χολεριικός), აქუს თჳსება ქარიანი და მხიარული, ვისცა სჭარბობს სისხლი, მას ეწოდება ცეცხლის კერძი ან სანგჳნიკოსი (Sanguinicus, ხოლო Sanguis სისხლი), თჳსება მისი არს მრისხანება ანუ გულფიცხელობა. Ⴞარისხნი სიჭარბისა მათისანი არიან სხვადასხუა, რომელ ვიეთთა შორის იქმნებიან ფრიად გარდამეტებით და სხუათა შორის მცირედ და ძვილ შესამეცნებელ. Ⴍთხნი ესე არიან სახენი საზოგადოდ, ეწოდება მათ ლათინურად ტემპერამენტი, და ბალღამი (φλέγμα, არაბულად ნაზლა), ხმარებულ არს ნათესავის წილ. ოთხნი ბალღამნის მაგიერ ჯერ არს თქმად ოთხნი ტემპერამენტნი: მელანხოლია, ჶლეგმატიკა, ხოლერიკა და სანგვინიკა. Ⴞოლო შინაგანისა აგებულებისა დაწყობილება არს ესრეთ; მიწის საცავი არს ელენთა, წყლისა – ნაღველი, ჰაერისა – ფილტჳ და სისხლისა – გული და ღვიძლი. Ⴄსენი Ⴑაბას აღუწერია ლექსსა თანა რევმა, ρεΰμα.
Ⴁალღი – მჭლე საკლავი (ნახე Ⴚხოვართან).
Ⴁალღოჯი – მჟავე ბალი, ალუბალი.
Ⴁამბა, ბამბაკი – მცენარე გამომღები სასთველის ნაძენძისა, რომლისაგანცა გაკეთდებიან სხვადასხუანი ნაქსოვნი.
Ⴁანაკი – გუნდი სპისა, ლაშქარი, მხედრობა. // Ⴊაშქართა სადგური, ბინა ურდო.
Ⴁანდი – უხმარი ძონძი. // Ⴜვრილი თასმა სახლატავი. // Ⴐომელიმე სენი ხვასტაგთა.
Ⴁანდული – ლანჩებდაწნული ფეხსაცმელი.
Ⴁანვა, ბანება – (ვჰბან, ვაბანებ, ვიბან, ვიბანებ) გარეცხა ტანისა წყალში.
Ⴁანი – ერდო, სართული სახლისა. // Ⴉომლის ასავალი კერისა, ბუხრისა.
Ⴁანი – გალობაში ანუ საკრავში დაბალი და ბოხი ხმა.
Ⴁანოვანი – თავადთ დედა, ანუ საპატიო სახელი ქალთა (ნახე Ⴃედუფალი).
Ⴁანჯული – ცუდი და გრძელი ბალანი (ნახე Ⴇმასთან).
Ⴁაო – მცირე ჩჩვილი (ნახე Ⴁაია).
Ⴁაჟბაჟი – ჩანჩალი (Ⴑიარულში ნახე).
Ⴁაჟი – ხარკი, მიზდი ტჳრთისა და სავაჭროთა.
Ⴁარათი – მცირე ნაწერი (ნახე Ⴜერილთან).
Ⴁარამბო – ფუტკართ მოლი.
Ⴁარამჩაი – .
Ⴁარასტი – .
Ⴁარაქა – დალოცვა, კურთხევა, მადლი, უხვება, სავსება, ლექსი ესე მიუღიათ არაბთა ებრაულიდამ, რომელია ბარუქ,ბარაქია, ე.ი. კურთხეული ან მადლიანი. Ⴀმისგან ითქმის ბარაქ-ალლაჰ, გაკურთხოს ღმერთმან, ანუ ქართულად ღმერთმან გიშველოს.
Ⴁარბაროსი – წარმართი.
Ⴁარბაცი – (ვბარბაცებ) ტორტმანი უფრორე მთურალისა.
Ⴁარბითი – მუღნი
Ⴁარგი – სახმარი გზისა, საფენი, ავეჯულობა და მისთანანი.
Ⴁარდა – ცერცვის გუარია.
Ⴁარდანა – თალისა, ძაძის ტომარა ბზისა ან ბამბის შთასადებელი. // (Ⴁარდნის) ითქმის თოვლზედ, რაჟამს მსხვილად მოდიოდეს.