ლი, ხოლო ზოგჯერ სრულიად დაიტევების ასო რ, ვითარ: ბრძანება – ბძანება, ბრჭე – ბჭე, ბრჭუალი – ბჭუალი, ბრდღვილი – ბდღვილი და სხ. Ⴉუალად ბ თჳნიერ ასოსაცა რ შეიცულების მ ანუ პ და ფ-ზედა, ვითარ: ბზინუარე – მზინუარე, მუწუკი იმერულად ბუზუკი, ბუწუკი, ბილწი – პილწი, ნაბერწკალი – ნაპერწკალი, ებისტოლე – ებისტოლე, სეფისკვერი – სებისკვერი.
Ⴃა ზოგჯერ ბ დაერთვის ლექსთა თავსა, ვითა თქმულ არს მ-თჳს, დასაშვენებლად ანუ თჳნიერ საჭიროებისა, ვითარ ჟირი – ბჟირი, ჟუვილი – ბჟუვილი, დღვილი – ბდღვილი და ბრდღვილი.
Ⴁაასი – (ვბაასობ, ვებაასები) ბაასობა, ცილობა, პაექრობა, ლაპარაკში შებმა.
Ⴁაბა – ჩჩვილნი ესრეთ უხმობენ პურსა.
Ⴁაბაჭუა – ობობა დედაზარდლისა.
Ⴁაბილო – რქა ვაზთა და სხვათა ნერგთა, ანუ შიმალი.
Ⴁაბრი – ჯიქი, წავი, {სფარსთ ენაა, ქართულად ჯიქი ჰქვია (ნ) – Ⴑაბას ლექსიკონი}
Ⴁაბუა – იმერულად პაპა.
Ⴁაბღანი – (მფრ.).
Ⴁაგა – ახალი ვენახი, ჩაყრილი წიდნები.
Ⴁაგა – გომურთა შინა კედელს წინ მიჭენებული ადგილი დაბმულთა ხვასტაგთა საჭმელის ჩასადებად.
Ⴁაგა – და ბაქანი შეჭრილთა კედელთა ძირი წინ წამოზეული თაროსავით რაგინდარას შესადგმელად სახლთა შინა.
Ⴁაგე – მრავლობით ბაგენი კაცთა პირის ორნივე ლაშნი. // Ⴉიდური ნავისა. // Ⴉიდური მდინარისა, ტბისა და მისთანათა.
Ⴁაგინი – აღმართული სახე თაყუანის საცემელად.
Ⴁაგირი – მსხვილი თოკი (Ⴑაბელთან ნახე).
Ⴁადაგი – მოდუღებული ტკბილი (ნახე Ⴖვინოსთან).
Ⴁადახშანი – (ნახე Ⴁალახშინი).
Ⴁადე – ზოგადი სახელი მკედთა, ანუ მავთულთა თუალედად გამონასკულთა. // Ⴇევზთა სანადირონი ბადენი არიან: სათხეველი, სახვეპელი, სასროლი, ზეღმა, კოვზი, ოსარო, პეტაკი, სალიკი, ფარონი, ღრიპონი, ჩიჩქინური, ხელბადე, ხოლიხი და მისთანანი. // Ⴋფრინველთანი: აშრიალი, ოჯოჯი, ფაცერკოდი, ხოლო ნადირთა – ასმენაკი. ესენი იხილენ მახესთან. // Ⴋაქმანი, ანუ ნაქმანი არს ჭრელად ნემსული თავსაბურავად ქალთა ანუ კისერს მოსახვევად, გინა აბრეშუმის კარავი, ოქრო მოპიტალებული სამშობიაროდ. // Ⴁადედ ითქმის ქსელი დედაზარდლისა.
Ⴁადება – (ვბადებ, ვიბადები) ნახე დაბადება და კუალად მაბადია და ბადუა.
Ⴁადენი – ლევიტელთ შესამოსელი სპეტაკი ანუ სახოვანი.
Ⴁადვა – ბადება (ნახე Ⴁადუა).
Ⴁადია – დიდი ჯამი, რომლითაც ნადიმთა შინა მოიღებენ წნოვანთა და მუნით განუყოფენ მენადიმეთა.
Ⴁადიანი – ბალახია სამკურნალო.
Ⴁადიმი – ორმოს პირი ამოგებული ხეებითა ოთხკუთხედ.
Ⴁადისპირი – გალატოზის ლარო.
Ⴁადიში – შვილის შვილი.
Ⴁადრაგა – მატარებელნი მოგზაურთანი უვნებელად მეკობრეთაგან.
Ⴁადრი – გავსილი მთუარე.
Ⴁადრიჯანი – ბადლიჯანი.
Ⴁადუა – (ვბადავ, ვბადებ) შექმნა, გაჩენა წარმოება.
Ⴁავთი – სავალალოს ამბვის მოთხრობა [მობავთე ამგუარის მოამბე; საბავთო სავალალო]
Ⴁავლი – გასამარათვის ქორისაგან პირველ დაჭერილი მფრინველი.
Ⴁავრაყი – ბაირაღი.
Ⴁავრუკი,ბორაკი – ტბის ხაშურია, ოქრომჭედელთაგანხმარებული ოქროს დასადნობად, ვითა ნიშადური კალის დასადნობად.
Ⴁაზარი – საფარდულო, სავაჭრო ადგილი.
Ⴁაზი – სომხურად ქორს ჰქვიან, ხოლო ქართულად ეწოდების ზოგად მონადირეთა მფრინველთ: ქორთა, შავარდენთა, მიმინოთა და მისთანათა, რომელთაც ნემესიოს ორბად სახელსდებს.
Ⴁაზიერი – დამგერშველი და ზედამხედველი ამა მფრინველთა.
Ⴁაზიერთუხუცესი – უფროსი ბაზიერთა.
Ⴁაზმა,ბაზმაკი – სანათი, სანთელი ანუ კანდელი.
Ⴁაზმანდი – თილისმით შელოცვა დაწერილი (ნახე Ⴒილისმა).
Ⴁათალი, ბაითალი, ბეითალი ანუ პეიტარი – ცხენთ აქიმი.
Ⴁათმანი – 5 ჩარექი (Ⴑაწონთან ნახე).
Ⴁაია – გუგათუალისა, შავი, მრგუალი საშუალსა შინა, სადაცა არს მხედველობა.
Ⴁაია – რტო, ნოშო ფინიკისა, ანუ დანაკის კუდისა.
Ⴁაია,ბაო – ჩჩვილნი ესრეთ უწოდებენ ურთიერთსა.
Ⴁაირაღი – დროშა, ალამი.
Ⴁაკანი – ხის ჯამი. // Ⴉუვის ბუდე, რომელსა ძუალი სრულიად გარემოვლებული გარდა თავისა და ფეხების ადგილისა (ნახე Ⴕერქი და Ⴒყავკეცი).
Ⴁაკი – მრგულად მოვლებული ღობე ან ფიცრული ხვასტაგთ დასაყენებელი (Ⴆღუდე ნახე). // Ⴋზისა ანუ მთოვარის გარემო ზოგჯერმე ხილული ნათლის სარტყელი.
Ⴁაკლა – ხნდური ცერცვი, ფახლა [არაბ.].
Ⴁაკუნი – ფეხის ხმა, ბასტანი.