Ⴃაროშვა – დაღერღა ცერცვისა.
Ⴃარუპილპილი —
Ⴃარქმა – (დავარქვამ) დახურვა სარქველისა ან პირქვე დადგმა. // რქენა, რქენით განდევნა.
Ⴃარქმევა – (დავარქმევ) სახელის მიცემა, წოდება.
Ⴃარღვევა – (დავარღვევ) გარღვევა. // დაქცევა, დაშლა, მოშლა.
Ⴃარჩევა (დავარჩევ) უკეთესთ გამოკრება.
Ⴃარჩენა (დავარჩენ, დავრჩები) დაშთენა, გადარჩენა, მონარჩუნება. // გამოზრდა, შენახვა.
Ⴃარჩილვა – სპილენძით რკინის დაკავშირება.
Ⴃარჩობა – (დავარჩობ), დავირჩობი) მოშთობა სულის შეგუბებით, ანუ წყალსა შინა.
Ⴃარჩომა – (დავრჩები) არს ვნებითი ზმნა (ნახე Ⴃარჩენა, Ⴃავარჩენ).
Ⴃარწმუნება – (დავარწმუნებ, დავირწმუნებ, დავერწმუნები) დაჯერებინება, დაჯერება.
Ⴃარწყმა – მახისა (დავარწყამ) დადგმა.
Ⴃასაბამი – თავი, დაწყება, დასაწყისი. // დასაბამი სოფლისა, დაარსება, გაჩენა მისი.
Ⴃასავალი – მზის დასაბუდი, სადაცა დახდების, დაიმალვის.
Ⴃასავლეთი – მზის დასავალის კერძოდ მდებარე ხმელეთი ანუ მხარე.
Ⴃასაზრვა – (დავსაზრავ) მოსაზრვა, ჰაზრით აღრიცხვა, ანუ განზომა.
Ⴃასაკლისი – ნახე Ⴃაკლება.
Ⴃასასრულ – უკანასკნელ, ბოლოს დროს.
Ⴃასასრული – ბოლო. დაბოლოვება, ბოლოს, მოღება.
Ⴃასაფარები – კატავასია საგალობელთა, ბოლოს სათქმელი მუხლი. // სახურავი.
Ⴃასაფლავება – (დავასაფლავებ) დამარხვა, დადება საფლავში,.
Ⴃასაღონებელი, დასაღონარი – ძნელად მისახდომი, უღონოებად მომყვანი.
Ⴃასაძრახი – სათაკილო, საძრახავი.
Ⴃასაწყისი – დასაბამი, ადგილი ან ჟამი სადიდგანცა დაიწყება რამე.
Ⴃასახვა – (დავსახავ) გამოსახვა, ანუ სახით მიმსგავსება.
Ⴃასაჯდომელი – ადგილი დაჯდომისა, დასასხდომი.
Ⴃასერვა – (დავსერავ) დაჭრა, დაკოდვა.
Ⴃასველება – (დავასველებ) დალტობა ნოტიოთი რითმე.
Ⴃასვენება – (დავასვენებ) პატივით დადება, ანუ დადგმა სადმე (ითქმის ხატთათჳს, მიცვალებულთა და სხ.). // (დავისვენებ) შესვენება, მოსვენება მცირეს ჟამს.
Ⴃასთვა – (დავასთავ) დართვა, ტარის ბრუნებით კეთება მკედთა.
Ⴃასი – გუნდი, წესი ანუ ხარისხი ანგელოსთა, რომელნიცა არიან ცხრანი: 1. საყდარნი, 2. ხელმწიფებანი, 3. ძალნი, 4. მთავრობანი, 5. უფლებანი, 6. ხერუვიმნი, 7. სერაფიმნი, მთავარანგელოსნი და 9. ანგელოსნი. // გუნდი მხედრობათა, ანუ კრებული.
Ⴃასივება – (დასივდების) დაშუპება, დაჯირჯვება, ამობერვა რომელთამე ადგილთა სხეულისათა სისხლის მოდგომისგან, ანუ სინედლის მანკისგან.
Ⴃასკუნა – (დავასკუნი) სიტყჳსა ან საქმის დამტკიცება შეუშლელად.
Ⴃასლვა – (დავალს) მზის ჩასლვა, დახდომა.
Ⴃასმა – (დავსვამ) დაჯდინება, მრავალთათჳს ითქმის დასხმა. // დაწერა, ვითარ დასმა ასოსი, დასხმა ასოთა. // დასმა მეფედ, ხელმწიფედ, მიღება, აღსარება მეფედ.
Ⴃასმენა – (დავასმენ) დაბეზღება, შესმენა.
Ⴃასნატული – ნატით მოკრული, მოფენილი, მორთული.
Ⴃასო – სიხშო მაღნარისა, ფიჩხნარისა და მისთანათა.
Ⴃასობა – დას-დასად დგომა, ჩარიგება.
Ⴃასობა – (დავასობ) დარჭობა ლახურისა, ისრისა და მისთანათა.
Ⴃასოველება – ნახე Ⴃასველება.
Ⴃასრულება – (დავასრულებ) გათავება.
Ⴃასტა – 24 ფურცელი ქაღალდისა ერთად დაწყობილი. // გუნდი, დასი მხედრობისა.
Ⴃასტამალი – მჩვარი გასაწმენდი ჭურჭელთა, ანუ პირდასაცმელი კოკათა და მისთანათა.
Ⴃასტამბო – პუმპულა, პატარა ნესვი.
Ⴃასტანაგი – ქალთ სამკლავე (Ⴋელავანდი ნახე).
Ⴃასტაქარი – ნახე Ⴃოსტაქარი.
Ⴃასტური – უსაცილო, უიჭველი. Ⴃასტურად მართლად. // ნების დართვა.
Ⴃასუნთქვა – (დასუნთქავს) გესლიანთა მძრომთაგან ზედ გარდავლით დაცოფვა, დაშხამვა, ცხოველთა ტანისა, ანუ ხილთა და მდელოთა ზედა დატევება შხამისა, რომელთაცა ჭამა სავნებელ იქმნების.
Ⴃასუსტება – (დავასუსტებ, დავსუსტდები) მოუძლურება.
Ⴃასუსხვა – (დავსუსხავ) ჯინჭრის ეკლიანთა ფურცელთა შეხებით დაწვა ტანისა, ანუ ყინვისა და სიცივისგან წახდენა მოსავალთა.
[Ⴃასქდომა] —
Ⴃასწავლა – (დავასწავლი, დავისწავლი) სწავლის მიცემა, ან მიღება, დაჩვევა.
Ⴃასწრება – (დავესწრები) დახვედრა, შეხდომა სხვასთან.
Ⴃასწრობა – (დავასწრობ) თჳსსა დროსა, ანუ უწინარეს სხჳსა შესრულება.
Ⴃასხვეპა – (დავსხვეპ, -პავ) მხალთაგან დამპალთ ფურცელთ დაგლეჯა, გარჩევა, გაფურჩნვა.
Ⴃასხდომა – (დავსხდებით) მრავალთ დაჯდომა.