– ხე კაპებიანი.

Ⴁოსელი – გომი, საძროხე სახლი.

Ⴁოსტანა – ობობას მსგავსი ჭია გესლიანი, სანეხვეთა შინა მძრომი.

Ⴁოსტანი – მტილი.

Ⴁოსტნეული – მხალი და რაჲცა მოსავალი არს ბოსტნისა.

Ⴁოტვა – (აბოტებს, მიაბოტებს) დიდთა ცხოველთა სიარული, ვითარ სპილოსი და მისთანათა (ნახე Ⴑირუში).

Ⴁოტი – თხის ერკემალი (ნახე Ⴇხასთან).

Ⴁოტოტი – სქელი და დიდი წვინტლი (Ⴞრასტი ნახე).

Ⴁოქვენი – პატარა მუცელი, დიდს მუცელს ქვეშეთი.

Ⴁოქონოტი, ბოქონოცი – არდაგი, წინ მისაფენი ფეშტამალი წელს ქვევით, ფეშტამალი.

Ⴁოქოული – იასაული, ბოქოულთ უხუცესი, უფროსი მათი.

Ⴁოღლამო – ხმელი თევზი მჟავით მგბარი.

Ⴁოღლიწო – ღვინოში დამბალი პური საჭმელად.

Ⴁოყვი – ხოკი, ხოკერი, ხის ქერქის ჭურჭელი.

[Ⴁოყინი – ].

Ⴁოშვი, ბოშვი – იმერულად, მარტვილი მესხურად, ყმაწვილი.

Ⴁოჩოლა – გამოზამთრული ხბო (ნახე Ⴆროხა).

Ⴁოცომკალი – დიდი მკალი, უფრო მოგრძე და ფეხმოკლე.

Ⴁოძალი – ორპირი ისარი (ნახე Ⴈსართან).

Ⴁოძება – უფროსისგან უმცირესისადმი მიცემა, ხოლო უმცროსისგან უაღრესთადმი ითქმის მირთმევა და ამად ვუბოძებ 1 პირსა შინა ძვირად იხმარების, თუ არა ფრიად უაღრესთაგან.

Ⴁოძი – ხის სვეტი.

Ⴁოძკინტი – პატარა ბოძი ძველთა შენობათა გვერდიდამ შედგმული დასამაგრებლად.

Ⴁოჭკო – ჩენჩილი ბეწვი ქუდთა ღართთა.

Ⴁოხვერი – ნახე ბოკვერი

Ⴁოხი – მსხვილი და დაბალი ხმა.

Ⴁოხოხი – ხცურის ტყავი მოქნილი ან მისგან შეკერილი ქუდი.

Ⴁოხჩა – ჩალთა ბუდე მოთხვითი.

Ⴁჟირი – უგულო ფეტვი და მისთანანი; კულად ბჟირი (ნახე ჟირი).

Ⴁჟიტი – მართვე წეროსი, სავათისა და მისთანათა.

Ⴁჟუვილი – ნახე Ⴏუვილი.

Ⴁჟუტვა – (ბჟუტავს) ბნელად და უნათლოდ ბდვინვა სანთელთა, ბაზმაკთა და მისთანათა.

[Ⴁრა – გაბრა, ბრაგვანი]

Ⴁრაგა – სპონდიო, ზღუაში ქვა უხილავად.

Ⴁრაზი – ცოფი, ძნელი სიცოფე.

Ⴁრაზიანი – ცოფიერი, ბორგუნეული, მრისხანე.

Ⴁრალება – (ვაბრალებ) შესმენა, ბრალის დადება. // (Ⴅიბრალები) შესმენის ქვემდებარება. // (Ⴅებრალები, მებრალება) სიბრალულის ქონება.

Ⴁრალეული – ბრალის მქონე, დამნაშავე, შემცოდე.

Ⴁრალი – დანაშაული, შეცოდება.

Ⴁრანგჳ – დათჳ

Ⴁრანძი ბ – ებკი, ცუდი ძონძი.

Ⴁრაწი – გრაკლის ხე.

Ⴁრბო – დუნდგო, ვითრა ბრბო ხალხი.

Ⴁრგე – კაცი ტანოვანი და წარმოსადეგი მშვენიერად.

Ⴁრგჳლი და ბრყჳლი – შავი ნიშანი.

Ⴁრგუ და ბრგვილი – ნახე Ⴄნა ბრგუნილი.

Ⴁრდღჳნვა – (ბრდღვინავს) ლომთ მუღრობა, ზახილი ანუ ტოტით მიწის გლეჯა მრისხანებისგან.

Ⴁრდვინვა – ნახე Ⴁრდღჳნვა.

Ⴁრდოვილი – ნახე Ⴃოვილი

Ⴁრე – მტვერი ბზე ნარევი.

Ⴁრეცა – (ვიბრიცები), ფრანჭვა, თავ-ტანის გრეხვა უხამსურად.

Ⴁრიალი – (ვაბრიალებ) თუალთ ზე და ქვე ბრუნება. // Ⴑაჭურველთ ტრიალება ჰაერში.

Ⴁრილიანტი —

Ⴁრინჯაო – ორი წონა სპილენძი და ერთი წონა თუთია ერთად გარეული გაყვითლდების, რომელსა ოქრომჭედელნი უწოდებენ ბრინჯაოდ, მაფრახად და ტომბაკად, ხოლო თითბერი არს ბუნებითად ყვითელი სპილენძი.

Ⴁრინჯი – ქრთილი გუარი თეთრი მარცუალი.

Ⴁრინჯის ხე – Ⴀკაკი ნახე.

Ⴁრიყვი – უწურთნელი, უზდელი, რეგვენი.

Ⴁრკენა, პრკენა, ბრყენა – ოლე.

Ⴁრკიალება, ბრკინუალება ბრწყინვალება, ელვარება, ბზინვარება.

Ⴁრკმა, ბრკოლა – (ვუბრკმობ, მებრკმის) ფეხის შეცთენა, ბორძიკი.

Ⴁრმა – უთუალო, უსინათლო, ვერ მხედველი. // Ⴂონება დახშული, დაბრმობილი გონებით.

Ⴁროლი – ბიროლი, დამანი, ბუნებით თეთრი ქუა გამჭვირვალე, ანუ ჭიქისგან შემზადებული, ლექსი ესე წარმოებს ბერძულისაგან βήρυλλος, ლათინურად Beryllus (ნახე Ⴁერილოსი, Ⴁივრილი), ხოლო ბროლსა საქუთრად ეწოდება დამანი.

Ⴁროწეული – .

Ⴁრპენი – პრპენი, ტყვია ანუ კალა.

Ⴁრყვილი – იხილე Ⴁრგჳლი.

Ⴁრუ – თავის ტრიალი და თუალთ არევა (ნახე Ⴇავბრუ), თავსბრუ დაესხა.

Ⴁრუნება – (ვაბრუინებ) ტრიალება, მიმოქცევა.

Ⴁრუნვა – (ვბრუნავ) ტრიალი

Ⴁრუნვა – ღრამმატიკულად ცუალება სახელთა და სხ.

Ⴁრუჟი – ძალა სასმელთა.

Ⴁრუტიანი და ბრუციანი – მარღი, თუალით შორს ვერ გამრჩევი.

Ⴁრძანება – (ვბრძანებ) თქმა ან თქმული უაღრესისა.

Ⴁრძანება – (ჰბრძანდების) ითქმის უაღრესთათჳს ნაცულად არს, ჰგიეს, იმყოფება და სხ. ამის გამო იშვიათად იხმარების 1 პირსა შინა, ამას სხვადასხვად განავითარებენ ზედდადებულნი მარცვალნი ვითარ: