Bayerisches Armeemuseum (Ⴁავარიის სამხედრო მუზეუმი) – განლაგებულია ჰერცოგის 15 ს. სასახლეში; წარმოდგენილია სამხედრო ისტორიის ობიექტები გვიანდელ შუასაუკუნეებიდან ჩვენს დრომდე.
Bayerisches Meer («Ⴁავარიის ზღვა») – ტბა Ⴉიმზეეს ხატოვანი სახელწოდება.
Bayerisches Nationalmuseum (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი) – შექმნილია 1855 წ. Ⴋაქსიმილიან II—ის მიერ, რომელმაც მიუძღვნა იგი Ⴁავარიის კულტურას და ხალხურ ხელოვნებას.
Bayern (Ⴁავარია) – Ⴂერმანიის უდიდესი ფედერალური მხარე, ფართობი 70 554 კვ. კმ., მოსახლეობა 11,77 მლნ., ადმინისტრაციური ცენტრი Ⴋჲუნხენი; მის ტერიტორიაზე მდებარეობენ Ⴀლპები ყველაზე მაღალ მწვერვალით Ⴚუგ—Ⴘპიტცე (2962 მ.), მთები Ⴁავარიის Ⴒყე, მდინარეები Ⴃუნაი, Ⴋაჲნი შენაკადებით, თვალწარმტაცი ტბებით; მრეწველობა: ელექტროტექნიკური, ავტომშენებლობა, ნავთობგადამუშავება, მინის ქარხნები და ფაიფურის საწარმოები, მეღვინეობა, ტრადიციული დარგი – ლუდის ხდა; მეცნიერულ—კვლევითი ინსტიტუტები (მ. შ. Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის Ⴎლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი), უნივერსიტეტები, მრავალრიცხოვანი მუზეუმები (Ⴁავარიის ეროვნული მუზეუმი, Ⴛველი და Ⴀხალი Ⴎინაკოთეკები და სხვ.), თეატრები, მონასტრები და ეკლესიები.
Bayern (Ⴁავარები / ბავარიელები) – 1. გერმანელთა ტომი; 2. Ⴁავარიის მკვიდრნი.
Bayern München FC («Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენ ႴႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი; Ⴂერმანიის მრავალგზის ჩემპიონი და Ⴙემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
Bayernkurier («Ⴁაჲერნკურირი») – ყოველდღიური გაზეთი, გამომავალი Ⴋჲუნხენში ტირაჟით 153 600 ეგზემპლჲარი; ႵႱႩ—ის ორგანო.
Bayreauth (Ⴁაჲროჲტი) – ქალაქი Ⴁავარიაში, Ⴐიხარდ Ⴅაგნერის სამშობლო; 1876 წლიდან ქალაქში ტარდება მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო ფესტივალი.
Bayreuther Festspiele (Ⴁაჲროჲტის ფესტივალი) – მსოფლიოში უდიდესი საოპერო ფესტივალი ქ. Ⴁაჲროჲტში (Ⴁავარია); შენობა, რომელშიც 1876 წლიდან ტარდება ფესტივალი, აშენებულია Ⴐიხარდ Ⴅაგნერის პროექტით; ფესტივალის რეპერტუარშია მისი ათი მთავარი ოპერა.
Bayrischkraut (კომბოსტო ბავარიულად) – მოშუშული კომბოსტო ღორის ქონით, შაქრით და ძმრით.
BDA (ႡႣႠ) – იხ. Bundesvereinigung der Deutschen Arbeitgeberverbande.
BDI (ႡႣႨ) – იხ. Bundesverband der Deutschen Industrie.
BdV – იხ. Bund der Vertriebenen.
Beamter (ჩინოსანი) – მოსამსახურე, რომლის დათხოვა სამსახურიდან დაუშვებელია და რომელსაც აქვს უფლება პენსიაზე.
Beethoven-Denkmal (Ⴁეთჰოვენის ძეგლი) – უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის Ⴊ. Ⴅ. Ⴁეთჰოვენის (1770—1827 წწ.) ძეგლი Ⴁონში; მის ზეძირკველში ამოქოლილია მე—9 სიმფონიის და Ⴑაზეიმო მესის პარტიტურები.
Beethoven-Halle (Ⴁეთხოჰოვენჰალე) – საფესტივალო დარბაზი Ⴁონში; შენობის წინ დადგმულია Ⴁეთჰოვენის ძეგლი, შესრულებული Ⴉლაუს Ⴉამერიხის მიერ (1986 წ.).
Beethovenhaus (Ⴁეთჰოვენის სახლ—მუზეუმი) – აქ ინახება Ⴁეთჰოვენის პარტიტურები, მისი პორტრეტები, და აგრეთვე სასმენი მილაკების კოლექცია, რომელიც მოაგონებს კომპოზიტორის ტრაგედიას (სიყრუეს).
Beigeordneter (ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი) – აღმასრულებელი ორგანოს წევრი რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში და თემებში.
Bekenntnisschule (კონფესიული სკოლა) – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმორწმუნე ბავშვებისათვის.
Bellevue (Ⴁელვჲუ) – სასახლე Ⴁერლინში; Ⴂერმანიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენცია.
Benz Carl Friedrich (Ⴁენცი Ⴉარლ Ⴔრიდრიხი) (1844—1929 წწ.) – გერმანელი ინჟინერი და მაწერმე.
Benz & Cie AG («Ⴁენც უნდ Ⴉº ႠႢ») – საავტომობილო კომპანია; დაარსებულია 1883 წ. ინჟინერ Ⴉ. Ⴔ. Ⴁენცის მიერ; 1926 წ. შეუერთდა «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» —ს.
Berchtesgadener Land n(Ⴁერხტესგადენერ Ⴊანდ) – მთის ქვაბული თვალწარმტაცი ტბით Ⴉჲონიგზეე Ⴁავარიაში.
Bereitschaftspolizei (მორიგე პოლიცია) – მის ამოცანაში შედის ახალი საპოლიციო კადრების მომზადებაზე ზრუნვა, დაცვითი და სისხლის სამართლის პოლიციებისათვის დახმარების გაწევა დიდი სპორტული ღონისძიებების, ოფიციალური ვიზიტების, გამოფენების, დემონსტრაციების ჩატარების დროს, და აგრეთვე კატასტროფების შემთხვევაში.