B

Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) – ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ—სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).

Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.

Backsteingotik (აგურის გოტიკა) – არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო—გერმანულ ქალაქებისთვის.

Baden (Ⴁადენი) – 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.

Baden-Badenn (Ⴁადენ—Ⴁადენი) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ—საცხენოსნო შეჯიბრებები.

Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) – ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.

Baden-Württemberg (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგი) – Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი Ⴉაჲზერშტული, Ⴁოდენის ტბა; აქ მდებარეობენ მსოფლიოში ცნობილი ფირმები: Ⴃაჲმლერ—Ⴁენცი (Daimler-Benz), Ⴁოში (Bosch), Ⴎორშე (Porsche), უმსხვილესი სამეცნიერო—კვლევითი ინსტიტუტები: Ⴂერმანული ონკოლოგიური ცენტრი (das Deutsche Krebsforschungszentrum) Ⴠაჲდელბერგში, Ⴋაქს Ⴎლანკის სახელობის მრავალრიცხოვანი ინსტიტუტები, Ⴂერმანული ლიტერატურული არქივი (das Deutsche Literaturarchiv) Ⴋარბახში; უმაღლესი სასამართლო დაწესებულებები: Ⴔედერალური სასამართლო (das Bundesgerichtshof) და Ⴔედერალური კონსტიტუციური სასამართლო (das Bundesverfassungsgericht) Ⴉარლსრუეში; უძველესი უნივერსიტეტი Ⴠაჲდელბერგში (დაარსებულია 1386 წ.); «Ⴘტუტგარტის ბალეტი» და «Ⴁახის საერთაშორისო აკადემია»; აქ გამოდის ქვეყნის წიგნების 40%; Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგთან არის დაკავშირებული Ⴔ. Ⴘილერის, Ⴔ. Ⴂელდერლინის, Ⴅ. Ⴂაუფის, Ⴂ. Ⴅ. Ⴔ. Ⴠეგელის, Ⴔ. Ⴅ. Ⴘელინგის სახელები.



Bad Gottleuba (Ⴁად Ⴂოტლოჲბა) – კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს Ⴃრეზდენიდან (Ⴑაქსონია) სამხრეთ—აღმოსავლეთით მდინარე Ⴂოტლოჲბას ხეობაში; შემორჩენილია გვიანგოტიკური ეკლესიები Ⴊუკას Ⴉრანახის სკოლის მხატვრების მოხატულობით.

Bad Homburg vor der Hohe (Ⴁად Ⴠომბურგი ფორ დერ Ⴠოე) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴠესენის მხარეში Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტიდან ჩრდილოეთით; მდებარეობს Ⴒაუნუსის მთების განშტოებებში ზღვის დონიდან 197 მეტრის სიმაღლეზე; მინერალური წყაროები ცნობილი იყო ძველ რომაელებისათვის; ტურიზმის ცენტრი; განვითარებულია ელექტრონიკა, ლითონდამამუშავებელი დი კვების მრეწველობები; ღირსშესანიშნაობები: ლანდგრაფების სასახლე (17 საუკუნე), ეკლესია Ⴑანკტ—Ⴋარია (ნეოგოტიკა, 19 საუკუნე), ყოფილი საკურორტო დარბაზი (ამჟამად კაზინო), მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.

Badische Anilin- und Soda-Fabrik AG (BASF) («Ⴁადიშე ანილინ— უნდ სოდაფაბრიკ ႠႢ») – ქიმიური მრეწველობის უმსხვილესი აქციონერული საზოგადოება, შექმნილი 1865 წელს Ⴊჲუდვიგსჰაფენში; 1925—1945 წლებში კონცერნ «Ⴈ. Ⴂ. Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» —ს შემადგენლობაში; ხელმეორედ დაარსდა 1952 წელს.

Baedeker Karl (1801—1859 წწ.) – გერმანელი გამომცემელი, 1827 წ. Ⴉობლენცში დააარსა სხვადასხვა სახელმწიფოების გზამკვლევების გამომცემლობა; სიტყვა «ბედეკერი» გახდა გზამკვლევების სახელწოდება, რომლების გამოცემასაც აგრძელებს თანამოსახელე ფირმა Ⴠამბურგში და Ⴘტუტგარტში.

Bandoneon (ბანდონეონი) – ხელის გარმონი დასაკრავი ღილაკებით ორივე მხრიდან; სახელდებულია გერმანელი გამომგონებლის Ⴂ. Ⴁანდის სახელით.

Вар («Ⴁაპი») – გერმანული როკ—ჯგუფი, შექმნილი 1976 წ. Ⴅოლფგანგ Ⴌიდეკენის მიერ; 1981 წ. ამ ჯგუფის ფირფიტამ დაიკავა პირველი ადგილი ხიტ—პარადში.

Barbarafeier (Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღესასწაული) – მემაღაროელების დღესასწაული; აღინიშნება 4 დეკემბერს Ⴜმინდა Ⴁარბარეს Ⴃღეს; ეს წმინდანი ითვლება მემაღაროელების მფარველად.