Bergen-Belsen (Ⴁერგენ—Ⴁელზენი) – ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი ქ. Ⴚელეს მახლობლად Ⴕვემო Ⴑაქსონიაში, შექნილი 1940 წ.; 50 000 მსხვერპლი.
Bergisches Land (Ⴁერგიშეს Ⴊანდ) – მთიანი ადგილი ქ. Ⴉჲოლნის აღმოსავლეთით.
Berlin (Ⴁერლინი) – Ⴂერმანიის დედაქალაქი და ამავე დროს ფედერალური მხარე; ქვეყნის უდიდესი ქალაქი; ფართობი 882 კვ. კმ., მოსახლეობა 3,44 მილიონი ადამიანი; მდებარეობს მდინარე Ⴘპრეეს შესართავთავის ადგილას მდინარე Ⴞაფელთან სანაოსნო არხებზე, რომლებიც აერთებენ Ⴁერლინს მდინარეებ Ⴄლბასთან და Ⴍდერთან; უდიდესი სამრეწველო, კულტურული და მეცნიერული ცენტრი; ნაცისტური Ⴂერმანიის მე—2 მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ Ⴁერლინის ტერიტორია იყო გაყოფილი ႱႱႰႩ, ႠႸႸ, Ⴃიდი Ⴁრიტანეთის და Ⴑაფრანგეთის სექტორებად; Ⴂერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში 1949 წ. 7 ოქტომბერს გამოცხადდა Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა დედაქალაქით Ⴁერლინში (საბჭოთა სექტორი); 1961 წ. იქნა აღმართული Ⴁერლინის კედელი (Berliner Mauer); ႢႣႰ და ႢႴႰ გაერთიანების შემდეგ 1990 წ. 3 ოქტომბერს ფედერალური დედაქალაქის სტატუსი Ⴁონიდან გადაინაცვლა Ⴁერლინში; Ⴁერლინი პრეზიდენტის და ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელოა; აქ მდებარეობენ: უნივერსიტეტები (Humboldt-Universität, Freie Universität, Technische Universität), 30 თეატრი (Deutsche Oper, Deutsche Staatsoper Unter den Linden, Komische Oper, Berliner Ensemble), 70 მუზეუმი, მრავალრიცხოვანი გელერეები, ზოოპარკები, 13—15 სს. გოტიკური ეკლესიები და ბაროკოს სტილის 17—19 სს. კლასიკური ანსამბლები; ღირსშესანიშნაობებს შორის არის Ⴁერლინის ტაძარი, Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი (Brandenburger Tor), Ⴜმ. Ⴌიკოლოზის ეკლესია, შადრევანი «Ⴌეპტუნი», «Ⴋუზეუმების კუნძული» (Museumsinsel) и Ⴎერგამოს მუზეუმი (Pergamon-Museum), Altes-Museum, Berliner Kunstgewerbemuseum, Bode-Museum, Deutsches Theater, Friedrichshain, Friedrichstadt-palast.
Berlinale («Ⴁერლინალე») – ყოველწლიური (1950 წლიდან) საერთაშორისო კინოფესტივალი Ⴁერლინში; მთავარი პრიზი – «Ⴁერლინის ოქროს დათვი».
Berliner Ecke («ბერლინული კუთხე») – ძველებური არქიტექტორული ელემენტი, რომელიც მე—19 ს. იხმარებოდა Ⴁერლინში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროს; ეს არის ორი ქუჩის გზაჯვარედინზე მდგარი შენობის მოჭრილი კუთხე; კუთხე მორთულია აივნებით, ლოჯიებით და ა. შ.
Berliner Ensemble («Ⴁერლინერ ანსამბლი») – დრამატული თეატრი; დაარსებულია 1949 წ. Ⴁერლინში Ⴁერტოლდ Ⴁრეხტის და Ⴄ. Ⴅაჲგელის მიერ როგორც ანტინაცისტური და ანტიმილიტარისტული მიმართულების თეატრი; Ⴂერმანიის ერთერთი წამყვანი დოამატული თეატრი.
Berliner Karpfen (ბერლინური კობრი) – ჩურთვილი კობრი; ჩვეულებრივ ჭამენ საახალწლო ღამეს.
Berliner Kunstgewerbemuseum (Ⴁერლინის Ⴃართული ხელოვნების მუზეუმი) – შენობა აშენებულია 1985 წ. Ⴐ. Ⴂუტბროდის პროექტით; მასში გამოფენილია ოქროს ნივთკბი, ქსოვილები, სურათები, მინა, ავეჯი (ადრეულ შუასაუკუნეებიდან ჩვენ დრომდე); სუფრის ვერცხლის სერვიზი ბერლინური საქალაქო სასახლიდან და Ⴅელფების (11 ს. ბავარული სათავადო გვარი) სახელგანთქმული განძი.
Berliner Mauer (Ⴁერლინის კედელი) – გადამღობი ნაგებობების სისტემა ႢႣႰ და Ⴃასავლეთ Ⴁერლინს შორის საერთო განფენილობით 162 კმ.; აგებულია ႢႣႰ მოსახლეობის Ⴃასავლეთში მასიური გადენის აღკვეთის მიზნით; ႢႣႰ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად 1990 წ. კედელი დაშალეს; კედლის ნარჩენები შენარჩუნებულია როგორც ძეგლი.
Berliner Morgenpost («Ⴁერლინერ Ⴋორგენპოსტი») – Ⴁერლინში 180 ათასიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთი.
Berliner Ofen – კაფელის დიდი ღუმელი თავთავიანი ბადეს გარეშე, რომლის კარები იხრახნება და ღუმელი დიდ ხანს ინარჩუნებს სითბოს.
Berliner Pfannkuchen (ბერლინური ფუნთუშები) – ფუნთუშები სხვადასხვა გვარი ხილის საჩურთით; მათ ჩვეულებრივ ჭამენ წინასაახალწლო ღამეს; ერთ—ერთი ფუნთუში ივსება მდოგვით.
Berliner Ring (Ⴁერლინის რგოლი) – რგოლისებრი გზა Ⴁერლინის გარშემო.