Daimler-Benz AG («Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ») – სამრეწველო მონოპოლია, დაარსებული 1926 წ. როგორც საავტომობილო კომპანია; 1984 წ. შეიძინა ავიასარაკეტო კომპანია «Ⴃორნჲე», 1986 წ. – ელექტროტექნიკური ფირმა «ႠႤႢ» —ი, 1988 წ. – ავიაკოსმოსური კომპანია «Ⴋესერშმიდტ—Ⴁელკოვ—Ⴁლომ» —ი.
Daimler-Motoren-Gesellschaft («Ⴃაჲმლერ Ⴋოტორენ Ⴂეზელშაფტი») – მოტორსამშენებლო კომპანია, დაარსებული 1890 წ. Ⴂოტლიბ Ⴃაჲმლერის მიერ ქ. Ⴘტუტგარტ—Ⴓნტერტჲურკჰაჲმში; 1926 წლიდან შედის «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» —ს შემადგენლობაში.
Dankbrunnen (Ⴋადლიერების შადრევანი) – დადგმულია Ⴃრეზდენში Ⴂოტფრიდ Ⴆემპერის პროექტით იმის აღსანიშნავად, რომ 1841—1842 წწ. ქალაქი გადაურჩა ქოლერის ეპიდემიას (სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემის წყალობით); შადრევანი ჩასმულია წმინდანების ქანდაკებების ჩარჩოში, ცენტრში კი – 18-მეტრიანი გოტიკური კოშკი.
Danzig (Ⴃანციგი) – ქალაქი Ⴎომერანიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Darmstadt (Ⴃარმშადტი) – ქალაქი Ⴠესენის მხარეში; პირველი ცნობები 11 ს.; 140 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიურ—ფარმაცეფტული, ქაღალდის წარმოების, ტყავის მრეწველობები; 14—17 სს. არქიტექტურული ძეგლები; რაიონი Ⴋატილდენჰჲოე (Mathildenhöhe) წარმოადგენს ღია ცის ქვეშ «Ⴋოდერნის სტილის» (Jugendstil) გამოფენას.
Darmstadt 98 SV («Ⴃარმშტადტ 98 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსდა 1898 წ.
Darß (Ⴃარსი) — ნახევარკუნძული Ⴋეკლენბურგ—Ⴜინა Ⴎომერანიაში.
DB – იხ. Deutsche Bundesbahn.
DBB – იხ. Deutscher Beamtenbund.
DBD – იხ. Demokratische Bauernpartei Deutschlands.
DDR – იხ. Deutsche Demokratische Republik.
DDP – იხ. Deutscher Depeschendienst.
DEFA (ႣႤႴႠ) – იხ.Deutsche Film-AG.
Degussa («Ⴃეგუსა») – იხ. Deutsche Gold- und Silber-Scheideanstalt.
Deister (Ⴃაჲსტერი) – ქედი Ⴕვემო Ⴑაქსონიაში.
DEMAG AG («Ⴃემაგ ႠႢ») – Ⴂერმანიის უმსხვილესი მანქანათმშენებელი კონცერნი; დაარსებულია 1926 წ. Ⴃუჲსბურგში რამოდენიმე ფირმის გაერთიანების შედეგად (შემოკ. Deutsche Maschinenfabrik AG-დან).
Demmerschoppen (დემერ—შოპენი) – საღამოს ლუდის თათხა (ღვინის ჭიქა); ჩვეულებრივ სტუდენტურ წრეში.
Demokratische Bauernpartei Deutschlands (DBD) (Ⴂერმანიის გლეხური დემოკრატიული პარტია) (ႣႡႣ) – ყოფილ ႢႣႰ აერთიანებდა გლეხებს, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების წევრებს, და აგრეთვე მოსახლეობის სხვა ფენების წარმომადგენლებს, რომლების იყვნენ კავშირში სოფლის მეურნეობასთან; 1990 წ. სექტემბერში შევიდა ႵႣႩ—ის შემადგენლობაში.
Denkmal des unbekannten Inten-danten (თეატრის უცნობი დირექტორის ძეგლი) – თეატრის ხუმრობითი სახელწოდება ქ. Ⴉჲოლნში.
Denzlingen («Ⴃენცლინგენი») – საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1928 წ.
Der Stern des grossen Kreuzes (Ⴃიდი Ⴟვრის Ⴅარსკვლავი) – გერმანული სამხედრო ორდენი მამაცობისათვის (1939 წწ.). Ⴋე—2 Ⴋსოფლიო ომის დროს ამ ორდენით არავინ არ დაჯილდოვებულა.
Dessau (Ⴃესაუ) – ქალაქი—პორტი მდინარე Ⴋულდაზე მის Ⴄლბასთან შესართავთან (Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარე); მოსახლეობა 95 8000 მაცხოვრებელი; მძიმე და სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა; Ⴅერლიცის პარკი Ⴃესაუს მახლობლად (112 ჰა) 1773 წ. აშენებული Ⴊეოპოლდ III სასახლესთან ერთად, ითვლება Ⴄვროპის ულამაზეს ინგლისურ პარკად; Ⴃესაუში 20—ან წლებში შემუშავებულ იქნა «ბაუჰაუსის» თეორია, მომავალში კი ამავე სახელწოდებით ჩამოყალიბდა ერთერთი მიმართულება არქიტექტურაში.
Detmold (Ⴃეტმოლდი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅეყტფალიის მხარეში; 70 ათასი მაცხოვრებელი.
Deutsch als Fremdsprache (DaF) («Ⴂერმანული ენა, როგორც უცხოური») – ენათმეცნიერებითი ჟურნალი, გამომავალი Ⴊაჲპციგში; აშუქებს გერმანული ენის, როგორც უცხოურის შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებს.
Deutsch-Drahthaar – გერმანული მკვრივბეწვიანი ძაღლი, დრატჰაარი.
Deutsch-Französische Brigade (Ⴂერმანულ—ფრანგული ბრიგადა) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ქვედანაყოფი.