Brandenburger Tor (Ⴁრანდენბურგის ჭიშკარი) – Ⴁერლინის სიმბოლო, მე—18 ს. არქიტექტურული ძეგლი; იგი ერთად—ერთი საქალაქო ჭიშკარია, რომელიც შემორჩა ჩვენ დრომდე; არქიტექტორმა Ⴉ. Ⴂ. Ⴊანგჰანსმა დააპროექტა იგი ბერძნულის ნიმუშით (1788—1791 წწ.); Ⴁერლინის Ⴉედლის აღმართვის შემდეგ ჭიშკარი იქცა Ⴂერმანიის გაყოფის სიმბოლოდ, 1990 წლიდან კი, კედლის დანგრევის შემდეგ, ქვეყნის კვლავ გაერთიანების სიმბოლოდ; ახლა მასზე კვლავ დგას შეკეთებული კვადრიგა Ⴂამარჯვების ქალღმერთით, მორთული არწივით და პრუსიული ჯვრით.
Brandt Willy (Ⴁრანდტი Ⴅილი) (ნამდვილი სახელი და გვარი Ⴠერბერტ Ⴉარლ Ⴔრამი) (1913—92 წწ.) – ႰႴႰ პოლიტიკური მოღვაწე, ႢႱႣႮ თავჯდომარე 1964 წლიდან, ფედერალური კანცლერი 1969—1974 წწ., Ⴑოციალისტური ინტერნაციონალის თავჯდომარე 1976 წლიდან.
Branntwein (ბრანტვაჲნი) – მაგარი ალკოჰოლური სასმელი; ცნობილია 1500 წლიდან.
Bratwurst – შემწვარი ძეხვი.
Braunschweig (Ⴁრაუნშვაჲგი) – ქალაქი ფედერალურ მხარეში Ⴕვემო Ⴑაქსონია; 259 ათასი მაცხოვრებელი; აქ აწარმოებენ მსოფლიოში ცნობილ ფოტოაპარატებს «Ⴐოლაჲ» (Rollei-Kameras) და პიანინოს «Ⴘიმელ» (die Schimmel-Pianos); უნივერსიტეტი (11 ს.), რომანული ტაძარი (12 ს.). Ⴠერცოგ Ⴀნტონ Ⴓლრიხის სახელობის მუზეუმი უძველესია Ⴄვროპაში.
Braunschweiger Zeitung («Ⴁრაუნშვაჲგერ Ⴚაჲტუნგი») – ყოველდღიური გაზეთი, რომელიც გამოდის ქ. Ⴁრაუნშვაჲგში (Ⴕვემო Ⴑაქსონიის მხარე) ტირაჟით 223 700 ეგზ.
BRD – იხ. Bundesrepublik Deutschland.
Brecht-Theater (Ⴁრეხტის თეატრი) – იხ. Berliner Ensemble.
Breisgau (Ⴁრაჲსგაუ) – გეოგრაფიული ოლქი Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარეში.
Bremen (Ⴁრემენი) – 1. Ⴂერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მხარე; ფართობი 404 კვ. კმ., მოსახლეობის რაოდენობა 685 ათასი მაცხოვრებელი; 2. ქ. Ⴁრემენი – ფედერალური მხარის Ⴁრემენის ადმინისტრაციული ცენტრი, მეორე (Ⴠამბურგის შემდეგ) საზღვაო ნავსადგური მდინარე Ⴅეზერის ქვემო დინებაში; მოსახლეობის რაოდენობა 533 ათასი მაცხოვრებელი; 1358 წ. შევიდა Ⴠანზის Ⴉავშირის შემადგენლობაში; ნედლი ბამბის, თამბაქოს, ბენზინის, ჩაის მსოფლიო ბაზარი; განვითარებულია მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა, მეტალურგიული, ქიმიური, ხის დამამუშავებელი მრეწველობები; ქალაქის საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11—13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.
Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) – ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.
Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) – ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ—ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.
Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.
Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.
Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.
Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.
Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.